ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალა:”როგორც გუნდი ყველაფრისთვის მზად ვართ”

ტუტოსპორტი პაულო დიბალას ვრცელ ინტერვიუს გვთავაზობს:

“გამიმართლა რომ მესისთან ერთად მომიწია თამაში. ვფიქრობ, ძალიან ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ანალოგიური შანსი მისცემია. ასეთი ფიგურების გვერდით შენ უამრავ საჭირო რამეს სწავლობ.

რონალდუ გაწონასწორებული და მშვიდი პიროვნებაა.. დიახ, მან ყველაფერი მოიგო როგორც საკლუბო ასევე პირად საფეხურზე, თუმცა გასახდელში იგი უსაზღვროდ მოკრძალებული და თავაზიანია. მის გვერდით თავს ძალზედ კომფორტულად გრძნობ.

პორტუგალიელს მესის ვადარებ, რადგან ამას არამარტო მე არამედ მთელი მსოფლიო აკეთებს.. მსგავს ფიგურებთან კი ბუნებრივია ბევრს ისწავლი როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.

ალეგრისთან მუშაობით ბევრი რამ ვისწავლე.. პირველ რიგში საქმისადმი მიდგომა.. მოდელი დიდი და შრომისმოყვარული ფეხბურთელის, რომელიც საწვრთნელი სესიის დროს მაქსიმალურად არის კონცენტრირებული მუშაობაზე..

სწორედ ასეთ დროს ხვდები თამაშისას თუ როგორ უნდა მიიღო სწორი გადაწყვეტილება.. როდესაც არის მწვრთნელი, რომელიც მოვა შენთან და დეტალურად გეტყვის ყველაფერს, ამაზე კარგი ვერაფერი იქნება..

ტურინში მოსვლის პირველივე დღიდან მსიამოვნებს მაქსთან მუშაობა.. იგი მუდამ მაძლევდა თავისუფლებას მოედანზე.. პოზიციურად არ მზღუდავდა და ვაკეთებდი იმას რაც მომესურვებოდა. მერწმუნეთ ასეთი ნდობა საოცარია, რადგან შენ გრძნობ რომ დიდი კლუბის მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ.

წაგებულ ფინალებს რომ გადავხედოთ, ფაქტია ანგარიში გვაქვს გასასწორებელი. იქ მოხვედრის და დამარცხების შემდეგ, მომენტალურად გიჩნდება განცდა, რომ დაბრუნდე და ყველაფერი გამოასწორო. ფეხბურთი ისეთი სპორტის სახეობაა, რომელიც გაძლევს ასეთ შანს და დარწმულებული ვარ მიზანს მივაღწევთ!

სიმეონეს გუნდი კარგად გვყავს შესწავლილი.. ვიცით, რომ ლიგის ფინალში გასვლა წარმოუდგენლად რთული მისია იქნება. ესპანელები დაცვით ასპექტში ფანტასტიურად ირჯებიან.. მაგრამ ჩვენის მხრივ დიდი შეცდომა იქნება, თუ კი დაცვაზე მოვადუნებთ ყურადღებას.. მეტოქე არაფრის დიდებით არ გვაპატიებს.

ჩვენის მხრივ კარგად გვესმის, თუ რა ასპექტში დევს ჩვენი ძალა.. თუ რის საფუძველზე შეგვიძლია მეტოქეზე ზეწოლის მოხდენა და წარმატების მიღწევა.

იუვემ თავისი პოტენციალი აქამდეც აჩვენა. სანამ ტურინში გადმოვიდოდი, ალეგრის გუნდს უკვე ჰქონდა ფინალში თამაშის გამოცდილება.. შემდეგ იყო უკვე რეალთან მარცხი..

იოლი არ იქნება.. იოლი არაფერია და მითუმეტეს როდესაც საქმე ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეხება.. მთავარია ეს ყველაფერი უაზრო იდეაში არ გადაიზარდოს.. აუცილებელია ნაბიჯ-ნაბიჯი წავიდეთ მიზნისკენ.. როგორც გუნდი, ყველაფრისთვის მზად ვართ!”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

სულელური ჭორებია ეგ ყველაფერი და მეტი არაფერი) ნედვედი იძახის ჩვენი მემკვიდრეობააო)) პარატიჩი იძახის არც კი განიხილება საერთოდ დიბალას გაყიდვაო) აგერ თვითონ იძახის, ბედნიერი ვარ აქ ყოფნითო და მაინც ხვალ-ზეგ დაიდება, რო ინტერს უნდა გავუცვალოთ იკარდიში))

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ძიბალ ტენე რაატლე

<l

ეეტიკოს როგორრიც ფროსინონეს

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ეს კაცი ალეგრის აქებს მამასავით და რავიცი ადგილი ვერანაირად მოუძებნაო მოედანზეო ტრენერმა არადა სრულ სითავისუფლებს მაძლევსო კაცი ამბობს რავიც რავიცი…… :chuvak: :roll:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x