ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას:

“პირველ რიგში ხედირაზე გეტყვით, რომ ამ შეხვედრაში იგი მონაწილეობას ვერ მიიღებს. მისი მდგომარეობა სამედიცინო შტაბის მიერ ფასდება.. უახლოეს დღეებში მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეტი ცნობები გვექნება.

ახლა უშუალოდ მატჩზე.. 1/8 ფინალში ასპარეზობა იოლი არასოდეს არის და ეს კარგად გამოვცადეთ, როდესაც შარშან, შარშან წინ, იმის წინ და ასე შემდეგ მივიღეთ მონაწილეობა. ესპანელებს კარგი და კომპაქტური გუნდი ჰყავთ, რომელთა ასპარეზობა დაცვის ხაზში აღფრთოვანებას იწვევს..

სიმეონემ დიდებული სამუშაო გასწია და განაგრძობს საკუთარი პროდუქტის განვითარებას. მადრიდში მას ენდობიან და საქმე წარმატებით ვითარდება..

თუმცა, ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს.. თუ გვსურს ამ ტიტულს დავეუფლოთ, მაშინ მუხლჩაუხრელი შრომა გვმართებს. დავალება? ბიჭებს ვუთხარი რომ ტურინულ მატჩამდე აუცილებელია გოლი ან უკეთეს შემთხვევაში ორი გოლის გატანა.. ასე რომ მიზნის მისაღწევად მაქსიმუმის გაღება მოგვიწევს.

მართალია გარკვეულ პრობლემებს წავაწყდით ცოტახნის წინ, მაგრამ ეს დროებითი იყო და ახლა პროგრესირებას განვაგრძობთ.. მომწონს მოთამაშეების საქმისადმი მიდგომა.. მათ გათავისებული აქვთ, რომ საქმეს ცივი გონებით უნდა მიუდგნენ..

დიბალა ითამაშებს! ეს ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის ისეთი სასიხარულო იყო, რომ ვფიქრობ უკვე ახლავე შემიძლია პრეს-კონფერენციის დატოვება (იღიმის).. მეორეს მხრივ, მან კი გაიტანა გოლი ბოლო შეხვედრაში, მაგრამ ჩვეული პროდუქტიულობა ვერ დავინახე.. თუმცა, მისი სათამაშო მახასიათებლები ამ დაპირისპირებაში ძალიან დაგვეხმარება.

რონალდუს გუნდში ყოლა უპირატესობაა, მაგრამ არა წარმატების გარანტი. წარმატება ერთიანი მუშაობით მიიღწევა.. კრიშტიანომ გუნდს თავდაჯერებულობა შემატა.. იგი უკანასკნელ წლებში მესისთან ერთად მოწინავეთა რიგებში იდგა არამარტო გატანილი გოლების თვალსაზრისით.. ბუნებრივია მისი აქ ყოფნით ყველანი ბედნიერები ვართ.

მორატა? ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ რაც მან ტურინი დატოვა.. იტალიაში იგი საკმაოდ ახალგაზრდა იყო და წინ დიდი გზა ელოდა.. ახლა დაიხვეწა და პლიუსები რომლებიც გააჩნდა, კარგად განავითარა.. იგი სახიფათო ფორვარდია, რომელსაც სათანადო ყურადღებას დავუთმობთ.

სიმონემ კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა? მადრიდელებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.. თუმცა ამ კითხვის არს სიმართლე გითხრათ ვერ მივხვდი.. თავად კლუბთან 2020 წლამდე აქვს ხელშეკრულება და ყველაფერი კარგად ვითარდება.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
6 years ago

ალეგრი შენ გუნდი გაიყვანე მებრძოლი სულით დანარჩენს იუვე მიხედავს

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x