ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიანიჩის ვრცელი ინტერვიუ

პიანიჩი ატლეტიკოსთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე..

“მადრიდელთა საფეხბურთო ფილოსოფიასთან ჭიდილი იოლი საქმე არ იქნება.. ისინი რაღაცით ჩვენ გვანან.. ორივე გუნდი ძალიან ცოტა თავისუფალ სივრცეს ტოვებს.. ვფიქრობ, ორივე შეხვედრაში სიტუაციაზე კონტროლის დაწესება ჩვენზე იქნება დამოკიდებული. აუცილებელია მადრიდში მინიმუმ ერთი გოლი მაინც გავიტანოთ..

ატლეტიკო ძალზედ ძლიერია მეტოქის მოთამაშეების პრესინგში, მაშინ როდესაც ჩვენი ძალა ფეხბურთელების ინდივიდუალურ ოსტატობაშია.. სწორედ ამ ფაქტორით უნდა მოვახდინოთ ჩვენი უპირატესობის განმტკიცება ორი მატჩის ჯამში.

ბუნებრივია ესპანელები საოცრად იქნებიან მოტივირებულნი, რადგან ლიგის ფინალი მათ სტადიონზე იმართება.. საგულისხმოა, რომ უკანასკნელი 5 წლის მანძილზე მათ ორჯერ მოახერხეს ფინალში გასვლა..

ვგრძნობთ, რომ საკმაოდ ძლიერები ვართ მიუხედავად ატალანტასთან განცდილი მარცხისა იტალიის თასსზე.. ეს კონკრეტული დაპირისპირება გვერდით, რომ გადავდოთ სეზონი საერთო ჯამში წარმატებულად ვითარდება. მაშინ როდესაც პლეი-ოფის რაუნდში გიწევს მონაწილეობა, აუცილებელია 2-3 მნიშვნელოვანი ასპექტის გათვალისწინება.

უკანასკნელ ხანებში საკმაოდ ბევრი გოლი გავუშვით, რაც ჩვენთვის არადამახასიათებელია. აუცილებელია დაცვას ყველანი დავეხმაროთ და ყველაში თითოეულ ჩვენთაგანს ვგულისხმობ, მათ შორის ფორვარდებს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი წელია და ასეთ დროს ყველა ნიუანსი გასათვალისწინებელია.

მანჩესტერისთვის მინიმუმ 4-0 უნდა მოგვეგო.. არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ საკმაოდ ძლიერები ვართ! უბრალოდ გარშემომყოფებს რატომღაც უნდათ, რომ ნეგატიური გარემო შეგვიქმნან რასაც მერწმუნეთ აზრი არა აქვს. საერთოდ არ ვფიქრობთ ამ საკითხზე.

ჩემით რომ არაერთი კლუბი დაინტერესდა ეს ახალი არავისთვის არის. მაგრამ ერთ მიზეზსაც ვერ ვხედავ თუ რატომ უნდა შევიცვალო გარემო.. ნამდვილად არ ვიცი ვიქნები თუ არა აქ კარიერის ბოლომდე, რადგან ეს მარტო ფეხბურთელზე დამოკიდებული არ არის. კლუბს კონკრეტულ ეტაპზე ესაჭიროები ან არა..

ნახევარდაცვა გუნდის გულია, რომელიც უნდა დარბოდეს და ფიქრობდეს სწრაფად.. მან უნდა დაინახოს ის რასაც სხვა ვერ ხედავს.. პირლოსთან მსგავსება უადგილოა, რადგან იტალიელი უნიკალური იყო.. მისი მოედნის ხედვა და მოქმედებები საოცარი იყო.

ჩვენი შედარება ერთ რამეში თუ შეიძლება.. ორივემ დავიწყეთ როგორც ტრეკუარტისტებმა, ხოლო შემდგომ რეჯისტაზე გადასვლა მოგვიწია.

მწვრთნელებზე ბევრს გვეკითხებიან.. ზიდანი რასაც ეხება ყველაფერი ოქროდ იქცევა, მაგრამ ახლა საოცარ მწვრთნელთან მიწევს მუშაობა.

ნამდვილად სიმართლეა, რომ გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის.. სამი წელი მიდიხარ წარმატებულად და წიგნში სწორედ ეს იწრება და არა ის, რომ სადღაც რომელიღაც დაპირისპირებაში ცუდად იასპარეზე..

რონალდუ ყოველთვის ნაყოფიერად მოქმედებდა დიდ მატჩებში.. იგი დაბდებულია მნიშვნელოვანი ბურთების გასატანად.. ჩვენი დავალება უბრალოდ იმაში მდგომარეობს, რომ მისგან მაქსიმუმი ამოვიღოთ.

რონალდუსთან პირად საუბარში იგი ხაზს უსვავს, რომ მშვიდად არის რადგან გრძნობს იუვენტუსის დიდ ძალას. დარწმუნებული ვარ ჩვენი კლუბი აუცილებლად მოახერხებს უახლოეს წლებში ჩემპიონთა ლიგის მოგებას. ვოცნებობ ამ ჯილდოზე და საწვრთნელი სესიის პერიოდში მაქსიმუმს ვიღებ, რათა ოცნება რეალობად იქცეს”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

ძალიან მაგრად მესიმპატიურება ამის თამაში.ალეგრიმ რომ რეჯისტად აქცია რაღაც ძველი ღვინოსავთ გამოვიდა(ალეგრის ამ ექსპერიმენტს გამართლებულად ვთვლი)ისე კარგი ტრეკვარტისტა იყო (პროსტა რეჯისტა არ ყავს გუნდს და ამიტომაც ასე გამოვიდა)

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ამ იუვეს დროულად ესაჭიროება ამის გვერდით ისეთი მოთამაშე რომელსაც ბურტშ მირალემთან ერთად გააკონტროლებს და თამაშსაც წარმართავს.

ფიცხელა
ფიცხელა
5 years ago

ჭკვიანიჩის თამაშზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

არაერთხელ უნდა მოვიგოთ ამ წლებში მირა. ჯერ ერთხელ და მერე კიდე რამდენჯერმე)

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x