მორატა:”იმედი მაქვს იუვეს ქომაგი ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდება”
ალვარო მორატა მოახლოებულ მატჩს დიდი ენთუზიაზმით ხვდება:
“იუვენტუსის წინააღმდეგ თამაში ამაღლევებელი იქნება, რადგან იტალიაში არაჩვეულებრივი დრო გავატარე და ადგილობრივ ფანებთან თბილი დამოკიდებულება გამაჩნია.
მეორეს მხრივ ატლეტიკოში დიდი ამბიციებით ვარ მოსული.. კლუბმა ჩემი ირწმუნა და მსურს საუკეთესო კუთხით ვუპასუხო..
შესაბამისად თუ ტურინელთა კარში გოლს გავიტან, მსურს ტურინელი ქომაგი სიტუაციას გაგებით მოეკიდოს.. ესპანეთში გოლს ნამდვილად აღვნიშნავ, მაგრამ მათთდამი პატივისცემის ნიშნად იუვეს სტადიონზე იმავეს არ ვიზავ და აქ უკვე ატლეტიკოს ქომაგებმა უნდა გამიგონ..
ჩვენთვის ეს ტურნირი განსაკუთრებულია.. საერთოდაც საქმე კარგად მიგვდის.. მეორე ადგილზე ვართ შიდა პირველობაზე, ხოლო ლიგაზე ურთულესი ბრძოლა გვიწევს, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ.
ის ფაქტი, რომ ფინალი ჩვენს სტადიონზე იმართება, დამატებით მოტივაციას გვძენს.. ჩვენი ქომაგი იმსახურებს დიდ ბედნიერებას და ჩვენ ამისთვის მაქსიმუმს ვიზავთ.
რონალდუ დიდი ძალაა.. თუმცა, იუვე ფინალებში მის გარეშეც გადიოდა.. მასთან პრობლემები არასოდეს მქონია. შესაძლოა გარკვეულ თემებზე განსხვავებული ხედვა გვაქვს, მაგრამ ცუდი ურთიერთობა არასოდეს გვქონია.
იმედს გამოვთქვამ, რომ რონალდუს ატლეტიკოსთან იდეალური თამაშის ჩატარება არ გამოუვა.. ჩვენ მაქსიმალურად შევუზღუდავთ მას თავისუფალ სივრცეს.. ვიცით იუვეს ძლიერი მხარეები და ვეცდებით გასაქანი არ მივცეთ.”
არ მოგიწევს არც ერთგან ნუ ნერვიულობ))
დღეს რატომღაც მგონია რომ ბოსსი შეუტევს :) ტიპის ფინალის გარდა ყველა თამაშის მჯერა <3 აი, ფინალში კიდე აპარებს