დელ პიერო:”იუვე საოცრად ძლიერია”
ალესანდრო დელ პიერო და დავიდ ტრეზეგე მადრიდში იმყოფებიან:
მადრიდში მეტრაპოლიტენიზე მისვლისას გუნდთთან ერთად ალესანდრო დელ პიეროც იმყოფებოდა, რომელიც ბიანკონერის ვარსკვლავებს და პირველ პირებს მინდორზე ესაუბრებოდა..
შემდეგ მას ჟურნალისტებთან მოუწია საუბარი:
“რონალდუს ტიპის ფეხბურთელი არ იყიდება.. უბრალოდ მას ახალი გამოწვევები სურდა და გადაწყვიტა ჩემპიონთა ლიგას იუვენტუსთან ერთად შეეჭიდოს.. ასე რომ რეალის პოზიციაზე და გადაწყვეტილებაზე საუბარი იოლი არ არის.
დროთა განმავლობაში კლუბებს რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ.. რაც შეეხება კრიშტიანოს ვფიქრობ იგი არ განიცდის რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას იტალიურ დაცვასთან.. არამგონია რომ ესპანურ და იტალიურ ჩემპიონატებში დაცვაში თამაში რაიმეთი განსხვავდებოდეს. ადრე შესაძლოა, მაგრამ დრო იცვლება.
ფავორიტების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ აუცილებლად აღვნიშნავ იუვენტუსის სიძლიერეს.. კლუბი კარგად არის დაბალანსებული..
მიყვარს სტადიონები, რომლებიც სითბოს აფრქვევენ.. ასე იყო ვინსენტე კალდერონი და ასეთია ახლა მეტრაპოლიტენი.. მოუთმენლად ველი მატჩს, რომელსაც კომენტატორის რანგში გავუძღვები.
ალეგრი ამ შეხვედრაში ბიჭებისგან მაქსიმალურ კონცენტრირებას მოითხოვს.. ეს იქნება უაღრესად რთული და ტაქტიკურად დატვირთული 90 წუთი. თუმცა, მაქს დამატებითი კოზირი აქვს რონალდუს სახით, რომელიც შეიძლება ითქვას ცალკე ტაქტიკაა და ჩემპიონთა ლიგაში კარგად გამოცდილი.
ბუფონის გადაწყვეტილებაზე ადრეც ვისაუბრე.. საინტერესო თავგადასავალი მოუწყო საკუთარ თავს.. მის ასაკში ასეთ პროფესიონალურ დონეზე თამაში აპლოდისმენტებს ითხოვს.. იუვემ კი ბუნებრივია სწორი ნაბიჯი გადადგა როდესაც შესნი მის წასვლამდე ერთი წლით ადრე გაიფორმა.
შარშანდელი სეზონი? დიახ, ბიანკონერიმ ფანტასტიურად იასპარეზა და რომ არა რონალდუს დარტყმული 11-იანი ვფიქრობ სწორედ ისინი მოახერხებდნენ ლიგის თასის მოპოვება.. ეს ეპიზოდი კი დღემდე იწვევს კითხვის ნიშნებს..
მაგრამ ფეხბურთი საოცარი სპორტია და შენ ისევ გექნება იქ დაბრუნების შანსი”.
ეჰ ალექს, გუშინ შენ იყავი საჭირო, ვერც მესი და ვერც რონალდო ვერ შეეფერება ისე იუეს როგორც შენ :( ახალგაზრდა ალენატორეში გავცვლიდი რონალდოსაც და მესისაც ერთად, გუშინ მარტო შენ თუ გვიშველიდი.
პინტურიკიო როგორ მოგვენატტრე

პინტურიკიო……
დელ პიერო სხვა მაინც რაა ვინც არ უნდა მოვიდეს და წავიდეს ალექსა სხვაა მაინც
100% ძმა
წარმატებები ბიჭებო დღეს

დელპოოოოოოო <3 აუ როგორ მენატრებაააააა. შენ ვერავინ შეგცვლის ვერასოდეს!