პიანიჩი:”პირველივე მატჩში ვეცდებით უპირატესობის მოპოვებას”
წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე მაქს ალეგრისთან ერთად მირალემ პიანიჩიც იმყოფებოდა:
თქვენი აზრით ვინ უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ატლეტიკოსთვის – გრიზმანი თუ ობლაკი?
– უნდა აღვნიშნოთ, რომ ურთულესი დაპირისპირება გველის იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც რთულ ამოცანებს ერთ მუშტად შეკრული წყვეტს. ეს ორი მოთამაშე გამორჩეულ აპლოდისმენტებს იმსახურებს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ სხვებიც.. ესპანელთა რიგებში უდაოდ ძლიერი ფიგურები ირჯებიან.
რომელი ფინალი იქნება თქვენთვის მოტივაცია?
– ამ სეზონის ფინალი უკვე მალე შედგება, თუმცა თუ მასში მონაწილეობის მიღება გვსურს, მაშინ გზაზე ვინც შეგვხვდება ყველა უნდა დავამარცხოთ. ჩვენ ძალიან გვინდა ამ სტადიონზე დაბრუნება და ამისთვის მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო. სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი მიზანი და ოცნება. ამ შეხვედრაშივე ვეცდებით გარკვეული უპირატესობის მოპოვებას.
სტანდარტული სიტუაციის შესრულებას საკუთარ თავზე ვინ აიღებს?
– კრიშტიანო საკმაოდ მოტივირებულია.. ამ ტურნირზე მასსზე გადამწყვეტ სიტყვას ვერავინ ამბობს. პორტუგალიელი ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა და ამის დემონსტრირებას ის თითოეულ თამაშზე ახდენს.
იმედი მაქვს, რომ ამ სტანდარტულის შესრულების შანსი მართლაც მოგვეცემა.. იმ შემთხვევაში თუ ბურთი კართან ახლოს დაიდება, მაშინ გარკვეული შანსი მე მექნება, მაგრამ შორეული დისტანციიდან რონალდუ შეასრულებს.
ობლაკზე რას იტყვით?
– ვფიქრობ, სამი საუკეთესო კარის დარაჯიდან ერთ-ერთია. რთული იქნება, მაგრამ საოცრად მოტივირებულები ვართ.
გრძნობთ თუ არა თავს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებად?
– ფავორიტებად არა, მაგრამ გაცილებით ძლიერ გუნდად თავს ნამდვილად ვგრძნობთ. ფაქტია, მიმდინარე სეზონში ამ ტიტულისთვის არაერთი კარგი კლუბი იბრძვის.
გათამაშებაში ტოპ კლუბების და სუპერ ფეხბურთელების სიმრავლე იგრძნობა. ჩვენის მხრივ 1/8 ფინალს კარგ კონდიციებში მყოფი ვხვდებით და ვერ ვხედავ მიზეზს თუ რატომ უნდა დავუშვათ შეცდომები. დიდი მეტოქის წინააღმდეგ გვიწევს მინდორზე გასვლა, რომლის მიმართ პატივისცემა გაგვაჩნია.
როგორც უკვე გითხარით, კარგი იქნება თუ გარკვეულ უპირატესობას პირველსავე დაპირისპირებაში მივაღწევთ.
როდრი ატლეტიკოში პირველ სეზონს ატარებს და რას იტყვით მასსზე?
– კარგი ფეხბურთელია და საერთოდაც მისი ტიპის მოთამაშეებს ყურადღებით ვაკვირდები.. ვფიქრობ, მისი სტილი ძალიან ჰგავს ბუსკეტისას..
იგი და მისი დანარჩენი პარტნიორები ატლეტიკოს რიგებში, უდაოდ წარმატებულ სეზონს ატარებენ. ჩვენის მხრივ აუცილებელია ისე ვითამაშოთ, როგორც ეს რეალურად შეგვიძლია.
ასეთი ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ, როგორიც სიმეონეს ჰყავს, აუცილებელია მოთმინება.. წინააღმდეგ შემთხვევაში მეტოქემ შესაძლოა ჩვენი სიჩქარით ისარგებლოს და პრობლემები შეგვიქმნას.
დღეს აუცილებელია მინიმუმ გოლი გავიტანოთ და არ გავუშვათ
მთავარია ბიჭებმა რწმენა ბოლომდე შEინარჩუნონ და ასევე ბოლომდე დაიხარჯონ მოედნის ყველა კუთხეში ბრძოლა მოუწევთ
პირადად მე მჯერა რომ წარმატება არც ისე შორს არის მთავარია მონდომება და ბრძოლა.
დღეა ნებისმერი ნიჩია მისაღები იქნება მოგებაზე ლაპარაკიც არ არის
ნებისმიერი ნიჩია კარგია გასვლაზე მაგრამ არაისეტ გუნდთან რომელსაც დაცვაც ეხერხება და შეტევაზეც არ ამბობს უარს.