ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს

თბილისის დროით 0:00-ზე იუვენტუსი მადრიდში ატლეტიკოს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში დაუპირისპირდება:

სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით შეშლილმა ფაქტიურად არაფერი თქვა და ბევრი კითხვის ნიშნები გააჩინა..

ჩნდებოდა ცნობები თითქოს ჟოაო კანსელუ ამ შეხვედრაში მარჯვენა შემტევის პოზიციაზე მოგვევლინდებოდა, მაგრამ ტუტოსპორტი სხვაგვარ ინფორმაციას აქვეყნებს..

კარს პოლონელი შესნი დაიცავს და აქ სასუბრო ვფიქრობ ბევრი არაფერია..

დაცვის ფლანგები.. მატია დე შილიოს მარჯვენა ფლანგზე უკონკურენტოდ მიიჩნევს რამდენიმე გავლენიანი წყარო.. იტალიელმა ბოლო ხანებში მნიშვნელოვნად მოუმატა და ალეგრი მას სტაბილურად აყენებს სასტარტო შემადგენლობაში.. შესაძლოა ამ შეხვედრაში დე შილიოს ასპარეზობა განპირობებულია იმითაც, რომ ატლეტიკო ნაყოფიერად გადადის კონტრ შეტევებზე, ხოლო მატია არ არის იმ ტიპის უკანახაზელი რომელიც კანსელუსავით დიდ დროს შეტევებში ატარებს..

მარცხენა ფლანგზე ალექს სანდრო იასპარეზებს. ბრაზილიელი განსხვავებით მარჯვენა ფლანგისა ნაკლებად კონკურენტულ სიტუაციაშია, რადგან ლეონარდო სპინაცოლა ჯერჯერობით არ გამოირჩევა იდეალური კონდიციებით მას შემდეგ რაც მძიმე ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაუცდა..

საბედნიეროდ დაცვის ცენტრალური ზონა საიმედოდ გამოიყურება.. დაბრუნდა ბონუჩიც და კიელინიც.. შესაბამისად იუვე ატლეტიკოს ფორვარდებს მთავარი დუეტით დაუხვდება და იმედი ვიქონიოთ, ორივე იტალიელი კარგ კონდიციებში იმყოფება, რადგან მათ საიმედო ასპარეზობაზე ბევრი იქნება დამოკიდებული.

ნახევარდაცვა – აქ პირველ რიგში აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ გერმანელ სამი ხედირას გულის არითმია აღმოაჩნდა, რის გამოც სამედიცინო პროცედურების გავლა მოუწევს. სხვათაშორის არ არის გამორუცხლი მას ლიხტშტაინერის მსგავსი ოპერაცია დასჭირდეს, რომელიც შვეიცარიელს გულზე გაუკეთდა. ასე რომ შეშლილს როგორც ჩანს გერმანელის იმედი არამარტო ამ მატჩში, არამედ რაღაც პერიოდის მანძილზე არ უნდა ჰქონდეს.

მის არყოფნაში ტუტოსპორტი სასტარტოში როდრიგო ბენტანკურს მოიაზრებს, რომელიც მირალემ პიანიჩთან და ბლეზ მატუიდისთან ერთად ეცდება ამ მატჩში მოედნის უდიდესი ნაწილის გაკონტროლებას.

შეტევა – პაულო დიბალაზე ბევრი იწერებოდა.. არაერთი გამოცემა თვლიდა, რომ ამ შეხვედრაში იგი სათადარიგოთა სკამზე იქნებოდა და ალეგრი ჯოკერის სტატუსით მეორე ტაიმში გამოიყენებდა.. ეს იდეა აზრს არც ახლა არის მოკლებული, მაგრამ ტურინული გამომცემლობა და სხვათაშორის თავად ალეგრიც არგენტინელს სასტარტოში აანონსებენ.. ვნახოთ, იტყუება თუ არა მაქსი და რამე სიურპრიზს ხომ არ სთავაზობს სიმეონეს..

არგენტინელთან ერთად იქნებიან ძირითადში მარიო მანჯუკიჩი და კრიშტიანო რონალდუ.. პორტუგალიელთან დაკავშირებით ქართულ გვერდებზე გამოქვეყნდა ინფორმაცია თითქოს ტრავმა მიიღო, რაც სრული აბსურდია.. რონალდუმ გუშინდელ და დღევანდელ საწვრთნელ სესიაში სრული დატვირთვით მიიღო მონაწილეობა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
6 years ago

იუვე საუკეთესოა დღეს,მეტოქე მკიდია,ასეთი იუვეთი არავის მეშინია

ვეგა
ვეგა
6 years ago

სიმღერებით ვიმშვიდებ თავს ფორცააააა :forza: :forza: :forza: :forza:

ვეგა
ვეგა
6 years ago

აბა დღეს კატლეტები შევწვათ ტაფაზეეეე, ისეთი განცდა მაქვს თითქოს ფინალია. მაგარი მურტალი კლუბია ეგენი.

რ ე ა ლ ი ს ტ ი

იფფ-ს შეფი რომ ვიყო ისეთ ამბებს დავატრიალებდი კალჩოში 3-4 წელში ესპენეთს გაასწრებდა რეიტინგით. პირველ რიგში იმ გუნდს რომელიც ევროსარბიელზე გავიდა და უბრძილველად გამოვარდა, და შეარცხვინა კალჩო მომდევნო სეზონში ავუკრზალავდი და გავუშვებდი მის მომდევნო კლუბს. ისიც თუ შერცხვა იმის მერე სეზონში იმასაც ბანს დავადებდი, აი მხოლოდ ასე ისწავლიან ჭკუას სხვა გზა არ ჩანს.

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x