ხედირამ გულზე ოპერაცია გაიკეთა
დღეს, J|Medical-ის სამედიცინო ცენტრში სამი ხედირას ოპერაცია გაუკეთეს:
ქირურგიულ პროცეს პროფესორი ფიორენცო გაიტა უძღვებოდა..
გერმანელ ფეხბურთელს გულის არითმია აღმოუჩნდა და ამის გამო იგი გუნდს მადრიდში ვერ გაყვა.
ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევის შედეგად, ნახევარმცველს წინაგულოვანი არითმია დაუდგინდა, რომლის დროსაც მოცილებული იქნა არითმიის გამომწვევი კერა.
პირველად ცნობებით სამის მოედნის მიღმა დაახლოებით ერთი თვის გატარება მოუწევს. შედეგად იგი გამოტოვებს ატლეტიკოსთან საპასუხო დაპირისპირებას, რომელიც 12 მარტს ტურინში გაიმართება.