ფეხბურთელების შეფასებები
გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს მადრიდული ფიასკოს შემდეგ:
შესნი – 6.5 – სამწუხაროა, რომ სწორედ ის გახდა საუკეთესო იუვენტინო.. კონცენტრირებულია და მუდამ მზად არის დახმარების ხელი გაუწოდოს თანაგუნდელებს, მაგრამ სამაგიეროდ ანალოგიურს ვერ მათგან ვერ ღებულობს.. გაშვებულ ბურთებში მისი ბრალეულობა ნამდვილად არ არის.
დე შილიო – 5 – თავდაპირველად ორ კარგ ჩაჭრას ახორციელებს, მაგრამ დუგლას კოშტასთან ორთაბრძოლების შემდეგ საბოლოოდ იკარგება და არასტაბულურ მატჩს ატარებს.. შეტევაში თანაგუნდელებს ფაქტიურად ვერაფრით ვერ ეხმარება.
ბონუჩი – 5.5 – ცუდად დაიწყო, მაგრამ საბოლოო ჯამში კოშტასთან ორთაბრძოლებში გამარჯვებული ის რჩებოდა.. 1-0 ზე იღებს სახეში დარტყმას და უნებლიე ანტიგმირი ხდება ამ ეპიზოდის..
კიელინი – 5.5 – ვერ ვიტყვით, რომ ჩააგდო მატჩი მაგრამ შეცდომები რომ დაუშვა ფაქტია.. ერთ ეპიზოდში სწორედ მის გაუზრებელ მოქმედებებს მოყვა გრიზმანის გადაცემა კოშტაზე და მისი ერთი-ერთზე დატოვება მეკარესთან..
ალექს სანდრო – 5 – ბრაზილიელი სანდრო იყო თუ ვინმე სხვა რთული სათქმელია.. ბურთთან ისე იყო თითქოს ცხოვრებაში პირველად შეეხო.. რამდენიმე ჩართვას ახორციელებს შეტევაში, მაგრამ უშედეგოდ.
ბენტანკური – 5 – ძალიან სუსტი მატჩი.. არც დაცვაში და არც შეტევაში სახეირო გუნდისთვის არაფერი გაუკეთებია. ვერაფრით ვერ დაეხმარა დიბალას, რომელთანაც პოზიციურად ყველაზე ახლოს მოქმედებდა.
პიანიჩი – 5.5 – პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ მოედანზე ყოფნისას ბოსნიელს მაინც და მაინც სასიკეთო არაფერი შეუქმნია, მაგრამ მის გარეშე გუნდი საბოლოოდ ჩამოიშალა..
მატუიდი – 5 – პირველ ტაიმში რაც შეეძლო ყველაფერი ჩაჭრა, ამოიტანა და ჩაკეტა.. მეორე ნახევარში უკვე გადაღლილი ფრანგი შეცდომას შეცდომაზე უშვებდა.
დიბალა – 5 – პირველ ტაიმში მართლაც პროდუქტიულად გადაადგილდებოდა ზონებს შორის. პიანიჩთან ათამაშებდა ბურთს და რამდენიმე ეფექტური გადატანაც მოახდინა ფლანგიდან ფლანგზე.. სამწუხაროდ მეორე ტაიმში მოედნიდან გაქრა.
მანჯუკიჩი – 5 – განსხვავებით დიბალასგან ხორვატი მეომარი მოედანზე საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ იყო..
რონალდუ – 5.5 – ობიექტურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაზე სახიფათო იყო იუვენტუსის რიგებიდან.. ერთადერთი ფეხბურთელი რომელიც არ ერიდებოდა მეტოქეზე წასვლას და მომენტის შექმნას მეტოქის კართან.
ალეგრი – 5 – სრულიად დამსახურებული მარცხი.. ნორმალური პირველი ნახევრის შემდეგ რატომღაც გუნდი ხსნის ზონებს და იღებს იმას რასაც იმსახურებს – სასწაული დაჭირდება, რომ იუვემ ჩემპიონთა ლიგა ასე ნაადრევ სტადიაზე არ დაასრულოს.
როცა ტიპები შენს დროებით წარუმატებლობასაც კი ზეიმობენ ესეიგი იმდენად მაღლა დგახარ მაგათზე რომ ყურადღების მიქცევაც არ ღირს :D :D ვინმე იუვეს გულშემატკივარი შევა მილანის ან რეალის ან ნებისმიერი სხვა გუნდის გულშემატკივრებთან რომ იმ გუნდის მესამე გუნდთან წაგება იზეიმოს ? :D :D
დიდი ხანია არ შემხვედრიან მილანის ფანები, იუვეს ფეხი დაუცდა და გამოხვედით სოროდან ? :D არაუშავს რომ ადგება შებრუნდებით ისევ. რა ბოღმიანი უნდა იყო ტიპი იუვეს ყოველ წარუმატებლობაზე შეხვიდე იუვეს გულშემატკივრებთან და შენ *ლე გუნდის მაგრობაზე ილაპარაკო, იმ გუნდის ბოლოს რა მოიგო რო არვ ახსოვთ :D
მე დავწერე
ატლეტიკომ გაიხაროს რა გამისწორდა პეძიკ მოგეტყვნა სამშობლოო? :დდდ ჯერ სად ხარ კიდევბევრჯერ მოგენატრება მადრიდის რეალი ეთამაშე სასუოლოებსახლა და კრიფე იტალიისჩემპიონატები :დმილანის დონემდე ვერასდროს მივა იუვენტუსი ევროსარბიელზე ჯერ რეალჯია შემდეგ მილანი ატრანაირი ბებერი ქალბატონი
ჯერ ჟირონას მოუგოს რეალმა და მერე დავაყენოთ მისი პირველობა
დუნდელაჟთან და ბეტისთან მე ჩავრჩი ჯგუფში?
სად არის ეხლა ის მილანი??
ალეგრის შეფასება არის არა ადაეკვატური )) 00000 – ჩაიჯვა ………. ეგააა მაგის შეფასება
იტალიის სახელს ოდითგანვე მილანი იცავდა და ასე იქნება ომავალშიც, დანარჩენი.წარაკუა გუნდების არ მჯერა. ფროსინონესთან გორის დილაც იბრძოლებს. ჯერ დე შილიო რატო უნდა ათამაშო საერთოდ მაგის ფეხბურთელობამ არ გაიშვა.
იუვეა წარაკუა და მარტო ფროსინონეს უგებს? :):):) მილანსაც ათრევს და ათრევდა და წარაკუას ნათრევი რაღაა მაშინ?
sandros da deSilios -5 ekutnis