ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეშლილი მაქსის მატჩისშემდგომი კომენტარი

შეშლილი მაქსი ბოლონიასთან მატჩზე საუბრობს:

“პირველ რიგში გამოვყოფ ბერნარდესკის თამაშს მოედნის ცენტრში, რომელმაც დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა. შუახაზში პრობელემები გვაქვს, რომელიც საკადრო თვალსაზრისით შეგვექმნა.. ხედირა ერთი თვე არ იქნება, ემრე ჯანი მომავალ მატჩში შემოგვიერთდება, ხოლო პიანიჩი არ იყო იდეალურ კონდიციებში.. ასე რომ ფედერიკოს გარჯით კმაყოფილი დავრჩი.

რონალდუმ პირველი ტაიმი უფრო პროდუქტიულად ითამაშა.. ბოლონია ხისტად გვეთამაშებოდა და საერთოდ ატლეტიკოს შემდეგ ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩვენი მეტოქე, იგი უდაოდ სახიფათო იქნებოდა.. ეს როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ ასპექტებსაც ეხება.

კანსელუსთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ამ შეხვედრაში მისი შეტევასთან ახლოს გამწერება ვამჯობინე.. ლაციოსთან ბოლო 20 წუთში მოუწია თამაში ჩართვა და იქ სხვა სცენარი იყო.. პირველივე წუთებიდან დაწყება კი სულ სხვა რამეს ნიშნავს.. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, თუ საჭიროდ ჩავთვლი.

გარკვეული მატჩები მეტი ინტენსიურობით ტარდება, ზოგი პირიქით.. ასე მაგალითად ბონუჩიმ ბოლონიასთან უკეთესი მატჩი ჩაატარა.. ზოგმა პირიქით უფრო სუსტად.. ბენტანკური ვფიქრობ მადრიდისგან განასხვავებით აქ უკეთ ირჯებოდა.

საკადრო პრობლემები უდაოდ არის.. ხედირას არ ყოფნა, პიანიჩის გაციება და მრავალი სხვა.. მაგრამ დარწმუნებული ვარ 12-ს კარგ ფიზიკურ კონდიციებში შევხვდებით და ეს სწორედ ეს არის მთავარი.. არ ვიცი გავივლით თუ არა ამ ეტაპს, მაგრამ ვიცი რომ კარგად მომზადებულები შევხვდებით და ვნახოთ როგორ განვითარდება სიტუაცია.

მანჯუკიჩი შეიძლება გადაღლილი მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ მინდორზე მისი მუშაობა შეუფასებელია.. ყველაფერთად ერთად ნუ დაგვავიწყდება, რომ საუბარი ცენტრ ფორვარდს ეხება.. დიახ, მარცხენა შემტევად და უფრო უკანაც უთამაშია, მაგრამ ხორვატის მთავარი ღირსება სწორედ ზემოთხსენებულ როლშია.

ეს მატჩი ნაპოლისთან შეხვედრის წინ საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. არსებობდა რისკი, რომ ნეაპოლს 10 ქულით შევხვედროდით.. ახლა კი სხვაობა 13 ქულაა, რაც კომფორტულ გარემოს გვიქმნის და ნაკლებ წნეხში გვამყოფებს.

11 thoughts on “შეშლილი მაქსის მატჩისშემდგომი კომენტარი

  1. ანტი ფეგბურთი სხვრკას თამაშობენ ჩვეულებრივათ . და ველოდებით ატლეტიკოსთან მაგარ შეტავას?
    მეორე თამაშსაც წავაგებთ

  2. ისეთ ფეხბურთელებს რომ იპოვნი როგორებიც ვიდალი პოგბა და პირლო იყო და ყველა ერთად თამაშობდა , გადახედეთ დღევანდელ სიტუაციას მაშინდელი ნახევარდაცვა რამდენად უფრო ძლიერი იყო უბრალოდ თავს ვიტყუებთ და ჩვენთვითონვე ვეჩვევით იმ ფეხბურთელებს ვინც გვყავს , თორემ შარშანდელთან შედარებით მაგარი შევსება გამოვიდა ! ბონუჩი , რონალდო , და კანსელუ . მაგრამ რათ გინდა? ყველასთან მეორე ნომრად თამაშობს ალეგრი … ამას მბაპე და პოგბა ერთად რომ მოუყვანო მაინც მეორე ნომრად ითამაშებს …. მე ვფიქრობ ფრანგების ექოქააა შემდეგი 2-4 წელიც და 1-2 ტოპ ფრანგი უნდა გავიფორმოთ … დეშამიც გამისწორდება , თან გიჟდება იუვეზე

  3. seria a-shi aq marto igbali juves
    ligazec rom ese gvimartlebdes albat movigebdit ligas tamashis xarisxi noli naxevardacva noli dzaan sustia wels juve mochvenebitia amati favoritoba rogor sheidzleba eseti naxevardacvit ligaze gqondes pretenzia sasaciloa tan alegrit

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.