ფეხბურთელების შეფასებები
გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს:
პერინი – 7 – იტალიელი კარის დარაჯის დამსახურებაა, რომ იუვენტუსმა სამი ქულის მოპოვება იზეიმა. მატჩის მიწურულს ბოლონიას ორი კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეკარემ კარგი რეაქცია გამოავლინა.
დე შილიო – 6 – საკმაოდ სტაბილურად ჩააატარა მთელი 90 წუთი.. ირჯებოდა როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ.
ბონუჩი – 6.5 – არაერთხელ შეცდა შორეულ გადაცემებში, მაგრამ სამაგიეროდ კარგად გაართვა თავი დაცვაში ასპარეზობას.
რუგანი – 6 – ფიქრობ, რომ აი ახლა დიდ პრობლემებს გადააწყდა, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ახერხებს სირთულეების დაძლევას.
ალექს სანდრო – 5 – კარის ხაზიდან ბურთის გამოტანა ერთადერთი სახეირო რამ არის, რადგან დაცვაშიც პრობლემებს აწყდებოდა და ვერც შეტევაში მოქმედებდა ნაყოფიერად. ბრაზილიელი აშკარად ამოვარდნილია სათამაშო ფორმიდან.
კანსელუ – 6 – თამაში სხვა პოზიციაზე დაიწყო და დიდად თავი ნამდვილად ვერ გაართვა. შედარებით უკეთ მოქმედებდა, როდესაც უკან მოუწია ჩამოწევა.
ბენტანკური – 6 – პირველ ტაიმში ვინმეს, რომ ეკითხა 30 ნომერს იუვეს რიგებში რა ესაქმებაო, ალბათ პასუხის გაცემა იუვეს ყველაზე თავგადაკლულ ქომაგსაც გაუჭირდებოდა. აბსოლუტურად ყველაფერში ცდებოდა მისი მახასიათებლების მქონე მოთამაშე. მეორე ტაიმში შედარებით თავდაჯერებული და ორგანიზებული გამოდის.
მატუიდი – 6 – ცუდი პირველი ტაიმი.. თუმცა, ფრანგი მოედანზე უსაქმოდ არასოდეს არის.. ყოველთვის ცდილობს მეტოქის შეწუხებას და სხვათაშორის დიბალას გოლი მის აქტივობას მოყვა.
ბერნარდესკი – 6.5 – ერთადერთი ნათელი წერტილი პირველ ნახევარში.. სწორედ იგი ცდილობს რაიმეს შექმნას და მეტოქის კარისკენ მიმავალი გზის პოვნას. მეორე ტაიმში მცირედით უკლებს, თუმცა აქ უკვე ტაქტიკურ ვარირებას ახორციელებს მთავარი მწვრთნელი და მასაც ოდნავ განსხვავებულ ამპლუებში უწევდა ასპარეზობა.
რონალდუ – 5 – ალბათ ყველაზე სუსტი მატჩი იუვეს მაისურით.. ყველაზე მთავარი ის განცდა იყო, რომ თითქოს რონალდუსგან ბოლონია ხიფათს ვერ მიიღებდა..
მანჯუკიჩი – 6 – შემტევი, რომელიც კარგია უბურთოდ, ვიდრე ბურთით ყოფნისას.. დიბალასთვის სივრცე შექმნა და ამის შემდეგ ერთვება ნამდვილ ორთაბრძოლებში.
დიბალა – 7 – შეცვლაზე შემოვიდა და საჭირო ენერგია შემოიტანა. მისმა ზუსტმა დარტყმამ კი გუნდს სამი ქულა მოუტანა.
ალეგრი – 5.5 – სამი ქულა აღებულია, მაგრამ თამაშის ხარისხი დიდ კითხვის ნიშნებს ტოვებს. ბოლონიამ ტურინელებს ბევრი პრობლემა შეუქმნა.