მანჩინი:”იუვეს შეუძლია ატლეტიკოს დამარცხება”
რობერტო მანჩინის მოსაზრებით იუვენტუს ყველა რესურსი აქვს იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვოს:
“ტურინელებმა ძალიან კარგად იციან, რომ საოცრად რთული მატჩი ელით და არ არსეობს არანაირი სპეციალური ფორმულა, რომლის დახმარებითაც მოხდება მატჩში დაბრუნება.. უბრალოდ იუვე ძალზედ გამოცდილი და ჭკვიანი გუნდია, რომელმაც იცის რთულ სიტუაციებში შედეგის დადება.
რონალდუ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ისეთივე შედეგიანი არაა, როგორც უწინდებურ სეზონებში, მაგრამ ყველას კარგად გვესმის რაოდენ დიდ სიმაღლეს მიაღწია მან ამ გათამაშებაში.
რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს.. ინგლისის ჩემპიონატი არანაკლებ მძიმეა, როგორიც არის იტალიური.. თუმცა მათზე უფრო მსუბუქი ესპანური ლიგაა, მაგრამ რონალდუ საერთო ჯამში წარმატებულ სეზონს ატარებს.
საფეხბურთო კარიერის განმავლობაში სიმეონეს სწორედ ასეთი უდრეკი ხასიათი გააჩნდა და შესაბამისად საკუთარი ფილოსოფია ატლეტიკოსაც გადასცა. მისი ჟესტი? არ იყო ლამაზი საქციელი და დარწმუნებული ვარ პირველი ის მიხდებოდა ამ ყოველივეს”.
ამას რაღა ალაპარაკებს ამას ფეხბურთი და ბოულინგი ერთნაირად ესმის
gaafsi ra mancho