ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უეფა არამარტო სიმეონეს, არამედ ალეგრის საქმესაც განიხილავს

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა დაიწყო საქმეზე მუშაობა რომელიც სხვათაშორის მხოლოდ სიმეონეს არ ეხება.. საქმეში ალეგრიც ფიგურირებს:

უეფა გამოიძიებს ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელის რეაქციებს, რომელიც პირველ შემთხვევაში მორატას გაუქმებულ გოლზე დაფიქსირდა და მეორე როდესაც მისმა გუნდმა მოახერხა გოლის გატანა..

ამ დროს როგორც თავადაც იხილეთ დიეგო ტრიბუნებისკენ მიტრიალდა და ხელების ჟესტიკულაციით მათ დაანახა, რომ “ჩვენ გვაქვს კვერცხები” – ყოველ შემთხვევაში მატჩისშემდგომ ჩოლომ ზუსტად ასეთი სიტყვებით ახსნა საკუთარი მდაბიო საქციელი.

რაც შეეხება შეშლილთან მიმართებაში საქმის წარმოებას.. უეფა მას ადანაშაულებს დაგვიანებისთვის.. დიახ, ანუ ვითომდა მაქსის გამო შეხვედრის დაწყება ოდნავ გაჭიანურდა.. ჯერჯერობით უცნობია რომელ რიცხვში შედგება განხილვა, თუმცა მასში ორივე მთავარი მწვრთნელი იქნება ჩართული.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
5 years ago

ბოდიში მოიხადა რო არ დასაჯონ ! 1000%

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ამ ჯესტის გამო უნდა დავსაჯოთ ეს ტურინში :forza:

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

ოოო საინტერსოა

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x