კორეირო:”იკარდის იტალიაში დარჩენა სურს”
იტალიური მედიის მტკიცებით მაურო იკარდი არ აპირებს იტალიის დატოვებას:
იგი მზადყოფნას გამოთქვამს კარიერა კვლავინდებურად სერია ა-ში განაგრძოს..
საუბარი მიდიოდა თითქოს და ნერიაძური მის გასხვისებას ესპანურ ან ინგლისურ კლუბში დააპირებდა, თუმცა კორეიროს მტკიცებით თავად არგენტინელის აპენინებზე დარჩენა სურს.
ამ ეტაპზე მისი ხელში ჩაგდების მთავარი ორი პრეტენდენტი იუვენტუსი და ნაპოლია.. ტურინელები როგორც ირკვევა პერიოდულ კონსულტაციებს მართავენ ფეხბურთელის გარემოცვასთან.
ინტერი თავის მხრივ ეცდება ექს კაპიტნის შენარჩუნებას წელიწადში 6.5 მილიონი ევროთი, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია ამდენი აურზაურის შემდეგ სამხრეთ ამერიკელმა ფორვარდმა მილანში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღოს.
მეკი მგონია რომ ვერავინ ვერ გააძლიერებს იუვეს თუ თავად არ შეიცვალა თამაშის სტილი. მესიც რომ იყიდონ იმასაც კი პიანიჩთან არბენენ დაცვასთან და აზრი?
ფორვარდებიდან ვინც შეიძლება მოიყვანონ ეს ყველაზე რეალური და კარგი ვარიანტია.მანჯუკიჩით რომ ძალიან გაგვიჭირდება დიდი მიზნების მიღწევა მაგაში გასაკვირი არაფელია.რეალურად დაცვაში კარგი კადრი,სანდროს მარსელოთი შეცვლა და ტოპ ნახევარმცველი გვჭირდება
ლექსო ძმა გეთანხმები ყველაფერი უნდა გააკეთონ იკარდის დასათრევად მინიმუმ ერთი ტოპ ნახევარმცველი და გუნდი კარგად იქნება დაბალანსებული