ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პედულა ზიდანთან მიმდინარე მოლაპარაკების დეტალებზე

ალფრედო პედულას თქმით იუვენტუსი ზიდანთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს:

“მართალია მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა იუვეს ზიდანის მოთხოვნილების დაკმაყოფილება მოუწევს, რაც არცთუ ისე მარტივი შესასრულებელი იქნება..

პირველ რიგში ზიზუს გუნდში ტონი კროოსის და ისკოს გუნდში მოყვანა სურს. ეს რაც შეეხება ნახევარდაცვას.. რაც შეეხება დაცვის ხაზს, ფრანგისთვის სასურველი ორი კადრი ვარანი და მარსელო არიან..

საგულისხმოა, რომ მარსელოსთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შარშან დაიწყო და მისი მოყვანა რეალურია..

თავდასხმის ხაზში გარკვეული ცვლილებები მართლაც იგეგმება.. გუნდს დიდწილად მანჯუკიჩი და დიბალა დატოვებენ.. არცერთი მათგანი არ შედის ზიზუს გეგმებში..

მათ ნაცვლად ფრანგ სპეციალისტს გუნდში მინიმუმ მაურო იკარდის ან მოჰამედ სალაჰის ხილვა სურს..

პირად კონტრაქტზე პრობლემა არ იქმნება.. იუვე მზადყოფნას გამოთქვამს ზიზუს წლიურად 10-12 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო ხელშეკრულება გათვლილი იქნება 3 წლით.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
5 years ago

ეს თუ სიმართლეა მომიწევს 3–4 წლით იუვეს თამაშებს აღარ ვუყურო. რეალი თუ მორეკეს ეგეთი ლიგა ნაღდად არ მჭირდება. გამოვა რო უბრალოდ იუვეს ფორმა მოიგებს ლიგას, ჩემთვის მთავარია ვის აცვია ეგ ფორმა და რას განიცდის გუნდის მიმართ. მაგრა მკიდია ბონის მაგივრად ვარანი, სანდროს მაგივრად მარსელო და მანჯუს მაგივრად კვერცხი იკარდი :forza: :forza: :forza:

Gioegi gamkrelidze
Gioegi gamkrelidze
5 years ago

Bernamdeski gvrztdeba momavali atiami

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

პოლნი ბლეფი! მითუმეტეს ამ ტრანსფერების მოთხოვნა)) მაშინ ბარემ რეალში დაბრუნდეს, თუ მტელი რეალი უნდა ვიყიდოთ))

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

არაბა,ნაწილობრივ გეთანხმები,მაგრამ ეს წმინდა ტრეინერის საქმეა.დიბალაში ისეთი პოტენციალია მისი ვერ გამოყენება არის უნიჭობა და არანაირად არ შეიძლება.თუ იგივე მწვრთნელი იქნება დიბალას ადგილი იუვეში არაა,ვერასდროს გახდება ის რასაც ველით.მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს ზაფხულში გუნდს სხვა ჩაიბარებს და დიბალას საბოლოო შანსი მიეცემა.

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

დიბალას გაჯმევინონ .

Giampiero Boniperti
5 years ago

ჩემმა ინტერისტმა ძმაკაცმა ახსენა, რომ დიბალა ბურთით სირბილს რბილად რომ ვთქვათ არ კადრულობს. მერე მეც დავაკვირდი, გავიაზრე და მგონი სიმართლე თქვა. ის მომენტი გამახსენდა დიბალა უგოლოდ რომ იყო და ერთი თამაში ირბინა და იდრიბლინგა მაგრად არ მახსოვს ვისთან იყო და ჟურნალისტები რომ აკრიტიკებდნენ, მაშინ შეაქო ნედვედმა. მიუხედავად უგოლო სერიისაო ზუსტად ახლა აჩვენა დიბალამ დაღვინებული თამაშიო. თუ კარგად დავაკვირდებით დიბალა საკმაო დოზით “ზარმაცობს” და სირბილის ნაკლებობას ტექნიკის დემონსტრირების და შორი პასების გადაცემით ავსებს. რაც მეცალას პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელისთვის და იუვეს 10 იანისთვის საკმარისი არაა. ჩემი აზრით მეტოქის საჯარიმოსთან სივრცეების გარღვევაც უნდა დაიწყოს დიბალამ. შეუძლია. თუ არა ბერნა გაამწესოს მშვენიერი საფეხბურთო ინტელექტი… Read more »

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

სისულელეა

ალეკო კოკაია

დიბალას ხელი არ დაედოს

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x