ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი ნაპოლისთან მატჩზე და საკუთარ მომავალზე

მაქს ალეგრი ნაპოლისთან მატჩზე:

“აუცილებელი იქნება ფოკუსირება დადებით ასპექტებზე მოვახდინოთ. ჩვენ საკმაოდ კარგად ვუძლებდით სირთულეებს, რომელიც ნაპოლისგან იყო შექმნილი. 16 ქულიანი სხვაობა ბუნებრივია ყველაფერზე ნათლად მეტყველებს.

ჩვენის მხრივ უყურადღებოდ ვმოქმედებდით ელემენტარულ პროცესებში, როდესაც მარტივად ვკარგავდით ბურთს არასწორი გადაცემების შედეგად. შესაბამისად სხვა მატჩებში ტექნიკური თვალსაზრისით მეტი დაკვირვება გვმართებს.

აუცილებელია ატლეტიკოსთან შეხვედრაში ყოველგვარი ვნებათაღელვის გარეშე ვიმოქმედოთ.. ვიყოთ ძალზედ ტექნიკურები და ცივსისხლიანები.. იმ შემთხვევაში თუ 70 წუთისთვის ანგარიში 0-0 იქნება, პანიკამ არ უნდა მოგვიცვას, რადგან თავადვე ორი გოლი 5 წუთში გავუშვით.

ჩვენ უნდა დავძლიოთ ზეწოლა და ჩავატაროთ კარგი საფეხბურთო მატჩი, რომლისგანაც სიამოვნებას მივიღებთ. რისკი? დიახ, რისკზე წასვლა აუცილებელი იქნება და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ მათთვის პრობლემების შესაქმნელად.

პიანიჩის გაძევება ჩვენთვის ძლიერი დარტყმა აღმოჩნდა.. სიმართლე ითქვას ადრევე უნდა გამეყვანა მინდვრიდან, რადგან ყვითელი უკვე მიღებული ჰქონდა. ბოსნიელის გაძევებამ ჩვენი გეგმები არია და გუნდს პრობლემები შეექმნა, ხოლო მეტოქემ ზეწოლა გაზარდა.

მივეცით შანსი 11-იანი დარტყმა შეესრულებინათ, მაგრამ ინსინიემ შეცდომა დაუშვა და სწორედ აქ მორჩა ყველაფერი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკუდეტოს ხუთნახევარი გამარჯვება გვაშორებს.. 16 ქულიანი ჰანდიკაპი როგორც უკვე ვთქვი დიდია, მაგრამ მათემატიკურად სანამ არ გავინაღდებთ მოდუნება დაუშვებელია.

რაც შეეხება ჩემს მომავალს.. სეზონის დასრულებამდე ჩვენ აუცილებლად დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან.. განვიხილავთ, როგორც მიმდინარე წელს, ასევე მოახლოებულს, რათა საუკეთესო გეგმაზე შევთანხმდეთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
სუხო
სუხო
5 years ago

ნახევარ მცველი გვჩირდება ისეთი რო ბურთს დაიჩერს მატუდები ხედირა და ემრე ჯანი ბენტაცური ამ სტილის ფეხბურტელებიტ ვერ მივაგწევთ ვერაფერს

maradona73
5 years ago

“ჩვენ უნდა დავძლიოთ ზეწოლა და ჩავატაროთ კარგი საფეხბურთო მატჩი, რომლისგანაც სიამოვნებას მივიღებთ.”
—————————————-

და აქამდე ვინ გიშლიდა შე Yვერო?

lasha naxucrishvili
5 years ago

კაი ეს თამაში ჯანდაბას 10 კაცით ორივე გუნდი დარჩა და აირია ფეხბურთი აი სხვა თამაშები მართლა საგანგაშოა ძაან დებილობას ვთამაშობთ რა გუნდით :blin:

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

98-წლიდან ვბალეშჩიკობ ამ გუნდს! სუპერ შემტევი ფეხბურთის მიმდევარი არასდროს არ ყოფილია და ყოველთვის ქონდა პრაგმატიზმი ხან მეტად, ხან ნაკლებად, მაგრამ რავი ძმაო ესეთი ანტი-ფეხბურთი მე არ მახსოვს არასოდეს. კი ყოფილა 1-0 ები და არადამაჯერებელი მოგებები, მარა ეს ეხლა ყველაფერს სცდება უკვე რაა)) თვეებია უკვე რაც გუნდი მეტოქის მოედანზე ვერ გადადის) სირცხვილია პროსტა ძაან ტეხავს რა

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

არ გაუშვებენ ამ ყ..ფონას. პარატიჩმა იბაზრა, რო ლეგენდააო და არც კი განიხილება რამე ცვლილებაო)) შესაბამისად ალბათ ანიელიც ეგრე ფიქრობს… რავი მოწონთ ესეიგი ესეთი სტილის გუნდი სამწუხაროდ ხელმძღვანელობასაც(

რ ე ა ლ ი ს ტ ი

ატლეტიკოს აგრდა უკვე გუნდი თამაშისგან სიამოვნებას ღებულობს, იუვე კი წვალობს, იტანჯება, იკრუნჩხება. უკვე მართლა დავირალე რა, 12 საათზე იწყება თამაშები დილით 8 ზე უნდა ავდგრე, რაში მაკარგვინებენ ძვირფას დროს, ითამაშე რა ფეხბურთი იტამაშე

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x