ბუფონი მანჩესტერული კლუბების ინტერესსზე
ბუფონის განცხადებით კარიერის მანძილზე ყველაზე მსუყე წინადადებით მანჩესტერ სიტიმ მიმართა:
“ჯერ კიდევ პარმაში ყოფნისას ჩემზე დაკვირვებას მანჩესტერ იუნაიტედი აწარმოებდა. ფერგიუსონი 2-3 წლის მანძილზე ცდილობდა ჩემს გადაბირებას, მაგრამ პარმა ჩემთვის ყველაფერი იყო და არც კი წარმომედგინა რომ მას დავტოვებდი.
ხოლო ყველაზე მიმზიდველი წინადადებით სიტიმ მომართა.. ისინი საჩემპიონო გუნდის აშენებას გეგმავდნენ და პირველი მე ვიყავი ვისი გადაბირებაც მოინდომეს.. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ ინგლისელები უარით გავისტუმრე.”