ოვერმარსი:”არ გვინდოდა, თუმცა დე ლიხტი კარიერას ტოპ კლუბში გააგრძელებს”
აიაქსის დირექტორის მარკ ოვერმარსის განცხადებით მატეას დე ლიხტი კარიერას ტოპ კლუბში გააგრძელებს:
“ეს არის სამწუხარო რეალობა რასაც ვერ გავექცევით.. პირადად ჩემი ნება, რომ იყოს წამყვან ფეხბურთელებს არ შეველეოდით, მაგრამ ფინანსური ასპექტები გვაიძულებს რამდენიმე მათგანს შეველიოთ.
შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დე ლიხტი კარიერას ტოპ კლუბში გააგრძელებს.. ესპანეთი, ინგლისი თუ იტალია? წინადადებები სამივე ქვეყნის წარმომადგენლისგან იყო და არჩევანი ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე ერთ მათგანზე შერჩერდა.
ჩემი სამუშაო მდგომარეობს იმაში, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს საუკეთესო გარემო შევუქმნა განვითარებისთვის.. შესაბამისად ურთულესია ისინი დააკავო აქ მაშინ, როდესაც კარზე ტოპ კლუბი დაგვიკაკუნებს”.
სხვადასხვა მედიის მტკიცებით ეს ტოპ კლუბი ტურინის იუვენტუსია, რომელსაც დე ლიხტის გადაბირება საკმაო თანხა დაუჯდება.
თუ პეპ გვარდიოლა მოვა და იუვეს სტილის მოსპობს და მესის მოიყვანს გუნდში რა ითყვით?
არ მოვა ძმაო და თუ მოვა ისეთ გუნდს დააყენებს რო ყველას გაანადგურებს და სტილს კი არ შეცვლის ფეხბურთელებს შეარჩევს ისე რაც იუვეს სტილს შეესამაბება რადგან ჭკვიანი ტრენერია და რო ექნება სერია აში მეტოქესთან 16 ქულიანი შანდაკაპი და ლიგაზე არც თუ კარგი სიტუაცია რო იმას არ იტყვის პრიორიტეტი მაინც სკუდეტო იქნებაო და ასეთი აზროვნების კაცი დადებს იუვეში მარტო ლიგას ვინც პრიორიტეს მიცემს ლიგას და სანამ სერია აში გუნდები გაიღვიძებს იუვე სკუდეტოს კიდე ათასჯერ მოიგებს მარა ლიგა პირიორიტი ეს თუ ვერ შეიგნო იუვეს ტრენერმა მაშინ არაფერი გამოვა და იმ გულშამატკივარს რა ვუთხარი მე რო იუვემ ლიგიგის მოგებით გაახაროს ხშირად და პრეტენზია შქონდეს… Read more »