ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”ზიდანი და ალეგრი – სიტუაცია იცვლება?”

სხვადასხვა გავლენიანი წყაროს მტკიცებით, იუვე ბოლო პერიოდში ზიდანის კანდიდატურას აქტიურად იმიტომ აღარ განიხილავს, რომ ფრანგი შესაძლოა რეალში დაბრუნდეს:

პერესი ფრანგს ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ დაუკავშირდა და მას დაბრუნება შეთავაზა, თუმცა ამ ეტაპზე იგი უარით გაისტუმრა.

თუმცა, როგორც ზინედინთან დაახლოებული პირები აცხადებენ, ფლორენტინო მას კიდევ ერთხელ შესთავაზებს რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტს და ეს უშუალოდ სეზონის დასრულებისთანავე მოხდება, რაზეც ზიზუ თანხმობას განაცხადებს.

სწორედ ამიტომ გადაერთო იუვე ალტერნატიულ ვარიანტებზე, როგორებიც არიან დეშამი და კონტე..

თავის მხრივ ალეგრიზე ახალი ცნობები ვრცელდება.. ანიელი შეშლილს უშუალოდ ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ შეხვდება და მის მომავალზე ისაუბრებს.

შეხვედრა ორივე მხარის ინიციატივით ხორციელდება და როგორც იტალიელი ჟურნალისტები აცხადებენ, მხარეები ერთმანეთის მოსაზრებებს მოისმენენ და კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივლენ, რომელიც არ ნიშნავს იმას, რომ ალეგრი გუნდს აუცილებლად დატოვებს.

21 thoughts on “იტალიური მედია:”ზიდანი და ალეგრი – სიტუაცია იცვლება?”

  1. აიაქსი დაიშლება მაინც. არ ჯობია მაგათი მწვრთნელი მოიყვანონ. 2-3 იგროკიც გამოიყოლიოს თან, ვინც აქ ჭირდება.

  2. ანჩეს როცა ყავდა იუვე მაშინ თვითონ ანჩე იყო ესე ვთქვათ ჯერ “გამოუცდელი” ტრრნერი და შესაბამისი იყო შედეგიც მაგრამ იუვეს მერე გადახედეთ აბა?? 12 წლის ნანატრი ლიგა რეალს ზუსტად მან მოაგებინა და ვერვიტყვით რომ დაემთხვა თვით გვარდიოლასაც ლი გადაუარა კარლომ ჩემიაზრით ანჩელოტი კაივარიანტია მაგრამ ნაპოლიდან რამდენად წამოვა აქ ეგაა საკითხავი და კაი გეგმა თუ დაუდეს წინ არაა გამორიცხული თან რონიც აქაა საერთოდ წელს ლიგაზე ისეთირამეები ხდება გამორიცხული არაა ამდენი ლოდინის შემდეგ მოვესწროთ ბოლობოლო ლიგას მართლა იმდენიხანია არ მოგვიგია “მოვესწროთ” ზე მეტი სიტყვა ვერ მოვიფიქრე :დ

  3. ამას ვამბობდი მეც ზიდანზე არც უნდა გვეო ნება ზიდანი აქ არმოვა, როცა რეალიდან მიდიოდამკაფიოდ განაცხადა რომ გუნდიდან მხოლოდ დროებით მიდიოდა და არანაირი პერესთან კონფლიქტისგამო ყველამ კარგად იცისპერესის დამოკიდებულება ზიზუს მიმართ, ყოველთვის ზიზუ იყო პერესის ფავორიტი თეთრ ცხვირსახოცში გახვეული წერილი აქ კარგად ვიცით ალბათ წარწერით “გინდა მადრიდის რეალში თამაში” ასერომ ჩემო კარგებო მთავარია ალეგრი წავიდეს.. და ვინმე სხვა ცოტა შემტევი სტილი მოვიდეს თუნდაც ანჩელოტი ლიგა მაგაზე კარგად არავინ იცის.. თორემ სერია ა ს ჩვენც მოვაგებინებთ ამ იუვეს

    1. ანჩელოტს ამაზე ბევრად ძლიერი და დაბალანსებული იუვე ყავდა, მაგრამ კიგა კი არა საერთოდ ტიტული ვერ მოიგო

  4. დღესაც დიდი პატივს ვცემ ალეგრის ის დიდი ტრენერია მე იმით ვერ შევაფასებ რომ ლიგა ვერ მოიგო გასაგებია რომ ვერ მოიგო მაგრამ მას ბევრი ტიტული აქ მოგებული იუვეში და დასაფასებელია ის შედის 4-5 ტრენერს შორის დღესდღეობით რამდენი გრანდი ეპატიჟება რეალურად და ყველა მაგ გრანდის პრეზიდენტები ყ….ი არიან სადაა ლოგიკა??? პსჟ-მ რა ფული დახარკჯა მაგრამ ლიგა მაინც ვერ მოგიო და რასთან გვაქ საქმე???რამდენი გამოიცვალა???წავიდეს ალერგი ბაზარი არაა და წელს ალბათ მოიყვანენ სხვას და ეს გასაგებია როტაციის პრინციპი მოხდეს და მივესალმები თუ ვინმე სხვა მოვა თუგინდ კონტე აქ ბევრი იძახის სვარკას თამაშობსო და დიდად მეც კონტე არ მომწონს მას ასი თავით ჯობია ალეგრი ჩემის აზრით მაგრამ რომც მოვიდეს მე მაგრად ვუგულშემატკივრებ მას და დაველოდები იუვე როდის მოიგებს ლიგას…..ეს როდის როცა ვამბობ იქნება მალე მე მწამს ამის იმიტომ რომ საერთოდ კლუბი ვითარდება ძალიან სწორად და ეს სიხარულიც მალე მოვა დარწმუნებული ვარ :juvee: :juvee: :juvee:

  5. რეალისტ,
    ალეგრის ვგულისხმობ, აგსაგებია რომ თავისი სქემა აქვს ჯიუტად აწვება მაგრამ ხედავს ერთი ორი ათი ასი არ ჭრის ეს დაცვაში ჯდომა და ჩაჯ..ული ფეხბურთი მაინც იგივეს რატომ აკეთებ რატომ? რატომ რატომ?

    აჰა ძმაო მოვედით ერთ აზრზე ხო? ვიცოდი რომ შენ სხვა ბრბოსთან შედარებით აზროვნება გაგაჩნია და შენი სიჯიუტე მხოლოდ გაფერხებდა და ეს გამოსწორებადია. ნიშნის მოგებით არ გეუბნები მაგრამ მე ამას მოსვლიდან რამოდენიმე მატჩის შემდეგ ვამბობდი რომ ამას ზრდა და პროგრესი არ ექნება მეთქი და ტყუილად იკარგება დრო მეთქი! ტრენერის ხელში არცერთი იგროკი რომ არ არის გახსნილი ის ტრენერი კლუბს არ უნდა გააკარო, ამან ყველა გააქათამა რა. დააასახლა კლუბში ჩმორის მენტალიტეტი აი რა ქნა! მაგარი ვარ და ამდაგვარად არ მიიღო მაგრამ მიხარია რომ ასე ფიქრობ შენც ახლა!

    1. აგერ გუბაზა გახდა ნაციონალი და დიდი რამე თუ მეც უკვე შენსკენ გადმოვდივარ როგორც ანტიალეგრისტი. ლიგაზე ვუყურებ ახლა და დალშე ვსო მაგათი სვარკის ყურებაში და არ დავკარგავ ძვირფას დროს და ძილს.

    2. ვეგა მე შენ ადრეც დაგიწერე მაგაზე ვინაა ბიჭო ბრბო და ვის არ გააჩნია აზროვნება? მე ახლაც მჯერა ალეგრის და ძალიან მაგარი მწვრთნელია ჩემი აზრით და ბრბო ვარ აზროვნების უნარი არ მაქვს? შენ ხომ არ უბერავ ბიჭო რა ჯანდაბას წერ დაუკვირდი გავიგეთ რომ ალეგრი არ გევასება მაგრამ სხვას რატომ აყენებ შეურაცხყოფას? შემტევ სტილს რომ ითხოვ უმეტესობა ვინგერი რომ გვყავს ვერ ხედავ? და ჩვენი ცენტრი გრანდებს შორის უსუსტესი რომაა მაგასაც ვერ ამჩნევ? პიანიჩის გარდა ტექნიკური ნახევარმცველი არ გვყავს გუნდში და რანაირად გინდა შენ ჩამშლელი მატუიდით ტრავმიანი ხედირათი ახალწვეული ჩანით და მძინარე ბენტანკურით შემტევი სტილით თამაში? არ გვყავს ტექნიკური ნახევარმცველი და იძულებულია პიანიჩი დაწიოს უკან მას შემდეგ რაც ალეგრი იუვეს ტრენერია ყოფილა შემთხვევა რომ ყველა რგოლში დაკომპლექტებული გუნდი ყოლოდეს? ყოველ წელს თავიდან რომ უწევს გუნდის აწყობა მაგაზე რატომ არაფერს ამბობ? ამ ფორმაციის იუვეზე ძლიერიც ყოფილა მაგრამ ფეერიულად მოთამაშე იუვენტუსი არასოდეს ყოფილა ლიგას თუ თხოვ კიდე ვერც მანდ დაგეთანხმები ლიგა შეიძლება მოთხოვო მაშინ როცა გუნდ ყველა რგოლში თანაბრად კარგად იქნება დაკომპლექტებული ასე რომ ჯიგარო კარგი იქნება მომავალში შენ აზრს ისე თუ დააფიქსირებ რომ სხვას არ მიაყენო შეურაცხყოფა

      1. აი შენ თვითონ გაეცი პასუხი რასაც მე ვამბობ მორჩა აქ ბაზარი! აი შენი სახელი სადმე ვახსენე? შენ თუ შენი თავი ბრბო გგონია აი დარდი ეგ შენი პრობლემააა და ნუ მეხმიანები, არც მაინტერესებ შენ და შენი ალგრი რა.

        პ.ს. რაც შეეხება ცენტრ იმენა რაც იბაზრე მკვლელი ლოგიკააა ბრჭყალებში. ჯორჯიენ ლოჯიქ!

        აი ცენტრი აიაქს რო ყავს ან ატლეტიკოს მოგეცა ლხენა ეს რო ჩვენ გვყავდეს რას ამბობ გადაანგრევდა მსოფლიოს ზურგზე თქვენი ალეგრი. იმენა არც ვბრაზდები პირიქით :lool: :lool: :lool: :lool:

        1. ვცდილობ ჯიგრულად და გასაგებად აგიხსნა შენ ვისაც ალეგრი ევასება ყველას ბრბოს უწოდებ არცაა საჭირო რომ გაინტერესებდე ამის არანაირი სურვილი არ მაქვს აქ ყველას გვაერთიანებს იუვეს სიყვარული მაგრამ ერთი აზრი არავის გააჩნია შენ კი ყველას დაცინი და ზევიდან უყურებ ვინც ალეგრის სასარგებლოდ დაწერს რამეს ის რაც მე მეხება შენ ვერასოდეს დაამთავრებ გაიგე? ქართული ლოგიკა რა შუაშია? ხო ისე სად მივალთ ჩვენ ქართველები დიდი რუსების ლოგიკასთან და იქ მცხოვრები სხვა ერის წარმომადგენლებთან იუვე ჩემთვის უბრალოდ კლუბი არაა და ვენაცვალე ყველას ვისაც ეს კლუბი უყვარს და ამ კლუბის წარმატებისთვის თუნდაც მცირე წვლილს მაინც შეიტანს ჩემი შეხედულებით შენ ვაბშე ვერ ხედავ ალეგრის დამსახურებას მაგრამ ეს არასოდეს მითქვამს არ გიცნობ და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად მსგავსი რამის თქმა იგივეს გთხოვ შენც გთხოვ ჯიგრულად და იმედია გაითვალისწინებ არაა აუცილებელი ერთმანეთს ვიცნობდეთ და ვმეგობრობდეთ აქ რომ ვართ და საერთო კლუბი რომ გვყავს საქომაგოდ არჩეული ესეც საკმარისია იმისათვის რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მივაყენოთ ვიღაცის აზრი მცდარი გგონია? რა საჭიროა შეურახყოფის მიყენება? თუ სიტყვა ბრბოს მნიშვნელობა არ იცი მაშინ გავატარებ სხვა შემთხვევაში კი არც შენ და არც სხვას შეურაცხყოფას არ ვაპატიებ იმედია ჯიგრულად გამიგებ რაც გითხარი :juvee: :forza:

  6. ვააა სიზმარი არ ყოფილა :chuvak: ეს რა იყო? მანჩესტერს პახოდუ ძირითადი ლაზარეთში ყავდა – პოგბა, მატიჩი, ჯონსი, ლინგარდი, მარსიალი, მატა, სანჩესი. პსჟ-ს ნეიმარი, კავანი არ ყავდა, მაგრამ სად პსჟ-ს სასტავი და სად მანჩესტერის. ეჰ ჯიჯი, ჯიჯიი…

  7. ყველა ქანბექს აკეთებს ჩვენც უნდა გავცდეთ ატლეტიკოს სხვა გზა არ არის :juvee:

  8. ალეგრი დარჩება სკუდეტო სკუდეტოზე იქნება კონტე მოვა ან არაფერი იქნება იქნება ან მარტო ლიგა იქნება კლოპი თუ მოვა ან სხვა რომელიმე მაღალი დონის ტრენერი ყველაფერი ჩვენი იქნება დაიმახსოვრეთ ეს ჩემი კომენტარი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.