სიახლეები კონტინასას ბაზიდან
ესპანელთა ბანაკის შემდეგ, დროა გავიგოთ რა ხდებოდა კონტინასაზე:
დღეს, იუვემ ორი ინტენსიური საწვრთნელი სესია ჩაატარა, რომლის განმავლობაშიც გუნდი სხვადასხვა ვარიანტებზე მუშაობდა..
ყველაზე დიდი დრო კვლავინდებურად ბურთის კონტროლს დაეთმო.. ალეგრის მიზანი იყო ენახა საკუთარი ფეხბურთელების მოქმედებები პრესინგის პირობებში.
რაც შეეხება უშუალოდ ფეხბურთელების მდგომარეობას.. მცირე დისკომფორტით არის პაულო დიბალა.. თუმცა, მან ამ ტკივილით უკვე ითამაშა და შესაბამისად ნაკლებად მოსალოდნელია პარასკვეს დაგეგმილ მატჩში მონაწილეობა არ მიიღოს.
დუგლას კოშტას აღდგენითი პროცესი ნელ ტემპში ვითარდება და შესაბამისად მას სერია ა-ს მოახლოებულ ტურში არ უნდა ველოდოთ..
იუვეს სამედიცინო შტაბი და ფიზ მომზადების მწვრთნელები მაქსიმუმს იღონებენ, რათა ბრაზილიელმა ატლეტიკოსთან მატჩისთვის მოახერხოს ძალების აღდგენა.