ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი ანიელისთან შეხვედრაზე

მაქს ალეგრიმ წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე საინტერესო თემებზე ისაუბრა:

დიბალას და მანჯუკიჩს მცირე დისკომფორტი აქვთ მუხლის არეში.. დღეს მათ ინდივიდუალური ვარჯიში ჰქონდათ.. სანერვიულო არაფერია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია იასპარეზებენ თუ არა მოახლოებულ დაპირისპირებაში.

რონალდუ თავს კარგად გრძნობს, თუმცა იგი ამ შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს. ბარძალი თავს კარგად გრძნობს და უდაოდ აქვს შანსი მოედანზე გამოვიდეს.

ანიელის გუშინ შევხვდი და ჩვენ ერთად ვივახშმეთ.. ტრადიციისამებრ მარტში ვიკრიბებით და გუნდში მიმდინარე პროცესებზე ვსაუბრობთ. ჩვენ შევთანხმდით რომ ჩემი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ივნისში ვისაუბრებთ.

პრესაში ათასი სისულელე დაიწერა, რაც ბუნებრივია რეალობას არ შეესაბამება.. სიმართლე გითხრათ ამ უცნაურ ცნობებზე ანიელისთან ერთად ვახშმობისას ბევრი ვიცინეთ.

გარწმუნებთ ჩემსა და პრეზიდენტს შორის მშვენიერი ურთიერთობა სუფევს. მას არასოდეს უთქვამს, რომ ჩემი გუნდიდან გაშვება სურს, ხოლო მე არასოდეს მდომებია აქაურობის დატოვება.

საუბრები, რომ გუნდში ჩემს ნაცვლად სხვა მწვრთნელი მოვა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ნეგატიურად არ მოქმედებს. პირიქით, ზეწოლის ქვეშ მუშაობა ჩემთვის გაცილებით კომფორტულია.. მზეს ვხედავ ყველგან, სადაც თითქოს ერთი შეხედვით სრული სიბნელეა..

გუნდი თავს კარგად გრძნობს.. ნაპოლის შემდეგ ფეხბურთელები პოზიტიურ ხასიათზე იყვნენ და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია.. მეორე ტაიმში დამაჯერებლად არ გამოვიყურებოდით.. ბიჭები კარგად მიხვდნენ საკუთარ შეცდომებს და უკანასკნელი დღეების მანძილზე ყველა ერთად, მუხლჩაუხრელად ვშრომობდით მათ გამოსასწორებლად.

ხუთი წლის წინ როდესაც აქ მოვედი, ხელმძღვანელობას ჰქონდა სურვილი, რომ იუვენტუსს რეალურად ებრძოლა ლიგის თასისთვის.. ვფიქრობ, ამოცანას თავი კარგად გავართვით და საკმაოდ მაღალი დონის შედეგებს მივაღწიეთ.

მერწმუნეთ ძალიან კარგი შანსი გვაქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის და 1/4 ფინალიდან ტურნირი სხვა ფაზაში გადავა, სადაც გამორიცხული უკვე აღარაფერია.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი

მერწმუნეთ ძალიან კარგი შანსი გვაქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის და 1/4 ფინალიდან ტურნირი სხვა ფაზაში გადავა, სადაც გამორიცხული უკვე აღარაფერია.

დააკვირდით ბოლო აბზაცს. ანუ ფულისხმობს რომ თუ გავედით იქიდანაც რომ გავძვრეთ ჩვენი ბანძი ფეხბურთით არაა გამორიცხულიო. ისევ შიში და უიმედობა.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x