ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კინი უდინეზესთან მატჩზე

ატლეტიკოსთან მატჩს იუვენტუსი საუკეთესო განწყობით შეხვდება, რადგან ტურინელებმა უდინეზესგან ქვა-ქვაზე არ დატოვეს და სხვა ფეხბურთელებთან ერთად, გამოსარჩევია ახალგაზრდა მოიზეს კინის ასპარეზობა:

“ორივე გოლი განსაკუთრებული იყო, თუმცა სირთულის თვალსაზრისით ბუნებრივია უფრო რთული პირველი იყო..

მთავარი არის გამარჯვება და სამი ქულა, რომელიც მოვიპოვეთ.. საწვრთნელი სესიის დროს თითოეული ჩვენთაგანი მაქსიმუმს იღებს და შემდგომ უკვე მწვრთნელი წყვიტავს თუ ვის მიეცემა თამაშის საშუალება.. ყოველთვის მზად ვარ გუნდს დავეხმარო!

იუვენტუსში ყოფნა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.. აქ ბევრს ვსწავლობ, რადგან გარშემო განსაკუთრებული ადამიანი და დიდებული პროფესიონალები მყვანან..

ატლეტიკო? მერწმუნეთ ამ თამაშზე უკვე ვფიქრობთ და ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა ესპანური ბარიერი წარმატებით გადავლახოთ.. ვითამაშებ თუ არა? როგორც უკვე გითხარით ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია.. ჩემის მხრივ გარწმუნებთ, რომ ნებისმიერ მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდები”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x