ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სპინაცოლა:”მწვრთნელი მასირებული შეტევისკენ გვიბიძგებს”

ლეონარდო სპინაცოლას ასპარეზობა საკმაოდ მაღალ დონეზე შეფასდა და ფეხბურთელს ესპანელთა წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში თამაშს უწინასწარმეტყველებენ:

“მწვრთნელის გადასაწყვეტია მექნება თუ არა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში დებიუტი. ფაქტია, პარმასთან ჩატარებული შეხვედრისგან განსხვავებით ფეხი გაცილებით უკეთესად მაქვს.

2019 წელს მხოლოდ სამ მატჩში მივიღე მონაწილეობა და შესაბამისად რთულია ასეთ დროს სათამაშო ფორმის შენარჩუნება, მაგრამ ნებისმიერი გამოწვევისთვის მზად ვარ!

ორი აზრი არაა, რომ მარცხენა ფლანგზე ასპარეზობა ჩემთვის უფრო კომფორტულია.. მარჯვნივ მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩავატარე და ისიც ატალანტაში.. სხვათაშორის სწორედ აქ ვისწავლე ფლანგზე ასპარეზობა 3-5-2 ტაქტიკურ მოდულში.

შესაძლოა ბოლომდე მზად მოახლოებული დაპირისპირებისთვის არ ვართ, მაგრამ მწვრთნელი წინსვლისკენ გვიბიძგებს.. მას სურს, რომ მოედანზე 2000 კმ/სთ-ით ვიფრინოთ..

სწორედ ასე მივაღწევთ წარმატებას! უნდა ვიყოთ ცივსისხლიანი და სწრაფად ვმოქმედებდეთ. იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ იუნაიტედის და აიაქსის შედეგის გამეორებას”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x