ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ატლეტიკოსთან მატჩის წინ საკმაოდ იმედიანად ვარ განწყობილი”

კმაყოფილი ჩანდა მატჩის შემდეგ მაქს ალეგრი:

კინმა კარგი თამაში ჩაატარა და თუ ახლა აღფრთოვანებას ვერ ხედავთ ჩემს ნათქვამში ეს იმიტომ, რომ ჩვენ კარგად ვიცით თუ რა შეუძლია ამ ბიჭს.. ბუნებრივია გარკვეული ასპექტები დასახვეწი აქვს, მაგრამ ის 2000 წელს არის დაბადებული და გოლები უკვე დღეს გააქვს!

დე შილიოსთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მან ატლეტიკოსთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს და შესაბამისად ფლანგზე სპინაცოლას ან კასერეს ვიხილავთ.. აუცილებელი იქნება ფლანგების აქტიურობა, რადგან ატლეტიკო სხვა ტიპის გუნდია და თავისუფალი სივრცის შესაქმნელად ეს ჩვენი კოზირი იქნება.

ბარძალი? კარგად ირჯებოდა და სამწუხაროა რომ ანდრეამ ტრავმა მიიღო.. სამ მცველიან ტაქტიკა? ჩვენ მასსზე უარი არასოდეს გვითქვამს და რიგ ეპიზოდებში ეფექტურადაც გვისარგებლია.. თუმცა, კასერესი მესამე მცველის როლში ვერ ვიტყვი რომ გამოსავალია.. ამ მხრივ მუშაობა მოგვიწევს.. ყველაფერთან ერთად ჩვენ არა 90 წუთისთვის, არამედ 120 წუთისთვის უნდა მოვემზადოთ, რადგან ამის შესაძლებლობა რეალურია..

ჩემი მომავალი? ვთვლი რომ საკმაოდ კარგად ვიმუშავე გუნდში, რომელიც რთულად ახერხებდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევას.. ჩემს პერიოდში ჩვენ ორჯერ მოვახერხეთ ლიგის ფინალში ასპარეზობა.. ეს საუბრები ხშირად მესმის, მაგრამ მეღიმება.. რეალობა სულ სხვაგვარია და ჩვენ კონცენტრირებული მოედანზე მიმდინარე პროცესებზე ვართ..

ჩემპიონთა ლიგა არის ტურნირი სადაც შენ შეცდომის გამოსწორებისთვის დრო პრაქტიკულად არ გრჩება.. თუმცა, ახლა ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი.. ამის მიზეზი არის გუნდი რომელსაც ვწვრთნი.. ფეხბურთელები მოტივირებულები არიან, რაღაც შთამბეჭდავი შექმნან და მერწმუნეთ, სეზონის ბოლოს ჩვენ 2 ან 3 თასის მოპოვებას ვიზეიმებთ!”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giampiero Boniperti
5 years ago

აბა ვნახოთ რა იქნება. დიდი ტაქტიკოსიაო და რას იტაკტიკებს და იტიკტიკებს შევხედავთ მალე :chuvak: იმედია გამოვა რამე კატლეტებს სკალპი უნდა ავაძროთ და თვალშისაცემ ფასში მივყიდოთ მადრიდელებს :lool:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x