ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შესნი ატლეტიკოსთან მატჩზე..

ვოიცეხ შესნი მოუთმენლად ელის ატლეტიკოსთან დაპირისპირებას:

სიმართლე გითხრათ მარცხის შემდეგ სწორედ ამ დაპირისპირებით ვცხოვრობთ.. კარგ ფორმაში ვიმყოფებით და ერთი სული გვაქვს, როდის დავუმტკიცებთ ყველას რომ ეს მხოლოდ 45 წუთიანი ჩავარდნა იყო.. დიახ, გვსურს გავიმარჯვოთ და გავაგრძელოთ ბრძოლა სანუკვარი მიზნისთვის!

ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის სხვა მატჩებში დაფიქსირებული შედეგი ყველაფერს ამტკიცებს.. ეს არის ტურნირი სადაც გადაწყვეტილი მსაჯის საფინალო სასტვენამდე საერთოდ არაფერია..

ვიმყოფებით ბრწყინვალე ფიზიკურ კონდიციებში და მზად ვართ დიდი მატჩი გავმართოთ.. აუცილებელი იქნება კარგ შეტევასთან ერთად, იდეალური დაცვაც ვითამაშოთ რაც იოლი არ იქნება, მაგრამ როგორც უკვე გითხარით მზად ვართ!

ატლეტიკო აპლოდისმენტებს იმსახურებს.. ეს არის კარგად ორგანიზებული კრებული, რომელიც დაცვაში ეფექტურად ირჯება.. არ ვიტყვი, რომ მათი ღირსება მხოლოდ უკანახაზია, მაგრამ რეალურად რომ ვთქვათ თამაშს სწორედ ამ ზონიდან აწყობენ.

ვფიქრობ, რომ სამშაბათს ყველაფერი კარგად განვითარდება.. ნებისმიერ შემთხვევაში სეზონი ექსტრაარაორდინალურად ვითარდება, რადგან ისტორიულ მერვე სკუდეტოს სულ რაღაც რამდენიმე ქულა გვაშორებს.

სუპერთასი უკვე ტურინშია, ახლოს ვართ სკუდეტოსთან და გვწამს რომ მოვახერხებთ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური საგზურის მოპოვებას!

ვისზე დავდებდი ფსონს? კრიშტიანო რონალდუზე რომელიც ამ ტურნირზე თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. პორტუგალიელს გადამწყვეტ ეპიზოდებში სასურველი შედეგის დადება ყველაზე უკეთ გამოსდის”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
5 years ago

გოლს თუ გაუშვებთ იმედია თავდაღუნულები არ ირბენენ მოედანზე როგორც ეს ბაიერნთან ქნეს 2013 წელს თუ არ ვცდები.ისე იუვე 2-0 რამდენჯერაც აგებს ვერცერთხელ გოლი ვერ გააქ სახლში. ბაიერნთან 0-2 არსენალთან 0-0 ლივერპულთან 1 0-0 გოლი ვერ გავიტანეთ ბლიად ჩვენ სტადიონზე :| ნუ კაპელო ხო საერთოდ დედამიწიდან უნდა გაქრეს.

Bianconeri.10
5 years ago

CM: გვარდიოლა და იუვე შეთანხმდნენ – 4 წლიანი კონტრაქტი უკვე მზადაა! ვითომ ? )))))))))))))))

juve-10
5 years ago
Reply to  Bianconeri.10

სულელური ჭორი მგონია ეგ ძმაო)) მასეთ რადიკალურ გუნდის ფილოსოფიის ცვლელბაზე არ წავა ხელმძღვანელობა) და პრინციპში არც უნდა წავიდეს. მთლად ეგრე copy-paste-ც არ ვარგა) ეს ქვეშა..ია ალეგრი რო არ მოგვწონს და უფრო მემტევი გუნდი რო გვინდა ყველას, ეგ იმას არ ნიშნავს რო მთლად ტიკი-ტაკა დაინერგოს))

Bianconeri.10
5 years ago
Reply to  juve-10

მეც ჭორი მგონია,მაგრამ copy-pasteში ვერ დაგეთანხმები )) პეპი დღესდღეობით საუკეთესო მწვრთნელია და სადაც მივიდა ყველგან შედეგიანი და ლამაზი ფეხბურთი ათამაშა გუნდს )) ბოლობოლო სიტი გუნდათ აქცია ))))))

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x