ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ულტრასებს შორის შეურაცხმყოფელი სკანდირება მიმდინარეობდა

მართალია შეხვედრა იუვეს გამარჯვებით დასრულდა და გუნდმა ნამდვილი შოუ მოაწყო, თუმცა ულტრასების სექტორი განაგრძობს პროტესტს, რომელიც გამოიხატება მთელი მატჩის განმავლობაში ჩუმად ყოფნაში:

ულტრასები ბიანკონერის ხელმძღვანელობას ბილეთების ფასის ხელოვნურ გაზრდაში ადანაშაულებენ და შესაბამისად პროტესტის ასეთ ფორმას მიმართავენ..

თუმცა, დანარჩენმა ტრიბუნებმა არ გაითვალისწინეს მათი პროტესტი და უფრო მეტიც, თამაშის მიმდინარეობისას უსტვედნენ და შეურაცხყოფასაც კი აყენებდნენ ულტრასებს..

სიტუაცია მეორე ტაიმის შემდეგ ოდნავ განიმუხტა, როდესაც გულშემატკივრები მორჩნენ შეურაწმყოფელი ტექსტების სკანდირებას და გუნდის მხარდასაჭერი სიმღერა დაიწყეს..

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ულტრასების წინასწარ დაანონსებულ ტექსტში ატლეტიკოსთან დაპირისპირებაც არის შესული, სადაც წესით და რიგით ისინი ჩუმად მიადევნებენ მატჩს თვალყურს.. არადა ასეთ მძიმე დაპირისპირებაში, იუვეს ქომაგის მხარდაჭერა საოცრად დაჭირდება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x