ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”ზიდანი ტურინში რამდენიმე დღის მანძილზე იმყოფებოდა”

იტალიური მედიის მტკიცებით ზინედინ ზიდანი რამდენიმე დღის განმავლობაში ტურინში იმყოფებოდა:

ეს ინფორმაცია შემდგომ ნიკოლა ამორუზომაც დაადასტურა, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო რომელზეც აღბეჭდილები არიან ასევე ჩირო ფერარა და მარკ იულიანო. მართალია სურათი 2016 წლის არის, თუმცა მისი ახლა გამოქვეყნება ცეცხლზე ნავთის დასხმასავით იყო.

იტალიური მედიის ცნობით ზიდანი უშუალოდ ანიელის არ შეხვედრია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია მოლაპარაკებები მისი წარმომადგენლის მხრიდან ხორციელდებოდა.

ამ ეტაპზე რთულია რაიმეს პროგნოზირება, თუმცა იუვენტუსი როგორც ჩანს სათადარიგო ვარიანტებს განიხილავს, თუ ალეგრი ვერ მოახერხებს ანიელისთან საერთო ენის გამონახვას კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე.

როგორც ირკვევა მაქს კონკრეტული მოთხოვნები ექნება მომავალ რამდენიმე სეზონზე და თუ კლუბის მხრიდან გარანტიები ვერ მიიღო, მაშინ მხარეები ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტს გაწყვიტავენ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x