ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რონალდუ ამბიციურად არის განწყობილი

კრიშტიანო რონალდუმ ინტერვიუ იუვენტუსის ტელეარხთან ჩაწერა:

“სეზონი საკმაოდ კარგად ვითარდება.. ჩვენ ვიბრძვით როგორც სერია ა-სთვის, ასევე ჩემპიონთა ლიგისთვის!

მაქვს თუ არა წარმატების საიდუმლო? ყველაფერი მარტივად არის.. პირადად ჩემთვის ფეხბურთის თამაშზე დიდი სიამოვნება არ არსებობს.. ეს არის ის რითაც სრულყოფილად ბედნიერი ვარ!

პორტუგალიაში, ინგლისში და ესპანეთში ყველაფერი კარგად წარიმართა.. იტალიაში კიდევ უფრო გავიღრმავე ცოდნა გარკვეულ ასპექტებში და მინდა გითხრათ, რომ აქ ყოფნით კიდევ უფრო მეტად ბედნიერი ადამიანი ვარ! ერთი სიამოვნებაა გოლების გატანა და კლუბისთვის წარმატების მოტანა.

ფანებს მსურს ვუთხრა, რომ შეუძლებლებელი არაფერია. მთავარია ისინი პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი და სტადიონზე ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდნენ! იმიტომ რომ ჩვენ ვაპირებთ მინდორზე საკუთარი მოვალეობა შევასრულოთ და მათი ახლოს ყოფნა, ძალზედ მნიშვნელოვანია.

თითოეული ჩვენთაგანი საოცრად კონცენტრირებულია.. გვწამს, რომ შეგვიძლია შთამბეჭდავი, განსაკუთრებული და დაუვიწყარი საღამოს შესრულება!

მადრიდელებს არ დავუკარგავ და ვიტყვი, რომ საოცრად კარგად გამოიყურებოდნენ.. მათი ძლიერი მხარე დაცვა და კონტრშეტევებია, მაგრამ მერწმუნეთ ჩვენგან ასეთ თამაშს და შედეგს პირველ შეხვედრაში არავინ ელოდა. შესაბამისად, რატომ ვერ უნდა შევძლოთ ყველაფრის შეცვლა?”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.