ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიახლეები კონტინასას ბაზიდან

კონტინასას ბაზაზე მუშაობა შეუჩერებლივ მიმდინარეობს:

ფეხბურთელები აქტიურად განაგრძობენ მზადებას ესპანელებთან საპასუხო შეხვედრისთვის, რომელიც 12 მარტს გაიმართება.. იტალიელებს ორ ბურთიანი ფორა აქვთ “ამოსაქაჩი”, რისთვისაც ალეგრი სხვადასხვა ტაქტიკურ სქემებზე მუშაობს.

დუგლას კოშტამ დღევანდელი საწვრთნელი სესიაც სრული დატვირთვით ჩაატარა და შესაბამისად იგი მზად არის მადრიდელებთან დაპირისპირებისთვის.

სხვადასხვა იტალიური გამომცემლობის მტკიცებით ბიანკონერი 4-2-3-1 სქემით იასპარეზებს, სადაც ტრეკუარტისტას პოზიციაზე ბერნარდესკი იქნება, ხოლო მასთან ერთად შეტევაში იქნებიან დიბალა, მანჯუკიჩი და რონალდუ.. როგორც ჩანს მაქსი კოშტას თამაშს სკამიდან დააწყებინებს.

ხვალ, თბილისის დროით 20:45-ზე შედგება წინასამატჩო პრეს-კონფერენცია სადაც ჟურნალისტების წინაშე მაქს ალეგრი წარსდგება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x