ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ მაქს ალეგრის წინასამატჩო პრეს-კონფერენციას:

“პირველ რიგში ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ეს არ არის წლის მატჩი.. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალია.. დიახ, მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და რთული, მაგრამ არ უნდა მივუდგეთ მას ისე თითქოს აქ წყდება ყველაფერი..

ჩვენი მიზანი ამ ტურნირში გაცილებით მაშტაბურია.. რთული იქნება დაბრუნება, მაგრამ ვუყურებ ჩემს შეგირდებს და მეუფლება ოპტიმისტური განწყობა, რომ მოვახერხებთ ამ მისიის შესრულებას!

კოშტამ დილის ვარჯიშზე თავი ცუდად იგრძნო. მას მცირე დისკომფორტი ჰქონდა და ამიტომაც აღარ გავრისკე.. კარგია, რომ ახლა გავიგე და არა თამაშის დღეს, რადგან ასეთ შემთხვევაში ვარირირების საშუალება აღარ მექნებოდა.. მესმის, რომ მისი მახასიათებლების მქონე მოთამაშის ნაკლებობა გამიჩდა, მაგრამ იმპროვიზაციის უნარი არ დაგვიკარგავს.

აუცილებელია თამაშს ვგრძნობდეთ.. ვიგრძნოთ თუ როდის უნდა მოვუმატოთ და პირიქით როდის უნდა დავაგდოთ ტემპი.. თამაში 95 წუთი გაგრძელდება თუ 120 წუთი ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს.. მთავარია სინანულის გრძნობა არ გვქონდეს და მიზანს მივაღწიოთ!

ატლეტიკო ძალიან კარგი გუნდია.. პირადად ჩემთვის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი.. მათ საოცარ შედეგებს მიაღწიეს.. ორი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ნათლად უსვავს ხაზს.. ერთში 11-იანებით დამარცხდნენ, ხოლო მეორეში ბოლო წუთამდე იგებდნენ.. ასე, რომ საოცარი საღამო გველოდება!

ჩვენ ვალდებულები ვართ ბურთი რაც შეიძლება სწრაფად გავათამაშოთ და მათ ამოსუნთქვის საშუალება არ მივცეთ.. ამისთვის ყველა საჭირო რესურსი გვაქვს და ვნახოთ, როგორ წარიმართება სიტუაცია..

მადრიდში მარტო არ გამართლება არ იყო.. მოდუნებაც თან ახლდა.. ზოგჯერ არის რომ ზედმეტად დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში.. როდესაც ბურთი ძელს მოხვდა, ვიფიქრეთ, რომ გადავრჩით და რაღაცნაირად გადავაგორებდით სიტუაციას.. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. რეაგირება კი დაგვიანებული იყო.

რონალდუს ლიგაზე საოცარი გამოცდილება გააჩნია და მისი აქ ყოფნა ჩვენთვის დიდი უპირატესობაა. მიუხედავად ამისა ატლეტიკოს მხოლოდ გუნდური თამაშით თუ დავამარცხებთ.. ვალდებულები ვართ ვიყოთ ცივსისხლიანები და შემართულები! სპორტული აგრესიით ვფრინავდეთ მინდორზე და მერე წინ ვეღარაფერი დაგვიდგება.

კასერესი ძალიან კარგი მონაცემების მქონე ფეხბურთელია.. რომ არა ტრავმები მისი კარიერა სხვაგვარად განვითარდებოდა. სამ მცველიან ტაქტიკაში მას ბუნებრივია მოვიაზრებ.

სპინაცოლამ ბოლო ხანებში მშვენიერი პროგრესი განიცადა.. ის ფაქტი რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამოცდილება არა აქვს, საერთოდ არ ცვლის არაფერს.. გამოდის რომ უფრო ნაკლები წნეხით იასპარეზებს. არ გამოვრიცხავ მის სასტარტოში დაყენებას..”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x