ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინის ემოციური პრეს-კონფერენცია

კაპიტანის ემოციური სიტყვები სუპერ დაპირისპირების წინ:

“ალეგრის ვეთანხმები.. ეს არის 1/8 ფინალი და ჩვენი მიზანია ჯერ 1/4 ფინალი, შემდგომ 1/2 ფინალი და ბოლოს ფინალური დაპირისპირება! ამისთვის დიდი ხანია ვშრომობთ და მერწმუნეთ მაქსიმუმს ვიზავთ ამ მიზნის მისაღწევად!

იოლად არავის არაფერს დავუთმობთ და მადრიდში განცდილი მარცხისთვის ჩვენს განკარგულებაში 90 წუთია, რომელსაც ეფექტურად გამოვიყენებთ!

დღე არ გასულა, რომ ამ შეხვედრაზე არ გვეფიქრა.. არ გვეფიქრა იმაზე თუ როდის გავიდოდით მინდორზე მათ წინააღმდეგ და საოცარ მატჩს ჩავატარებდით.. მე დარწმუნებული ვარ, რომ მე-500 მატჩი რომელსაც ამ ფორმით ჩავატარებ, იქნება იმდენად დაუვიწყარი, რომ როდესაც შემეკითხებიან პირველ ხუთეულში ეს შეხვედრა იქნება..

ასევე დარწმუნებული ვარ კრიშტიანო რონალდუში.. ის ამ საღამოს სუპერ განსაკუთრებული რონალდუ იქნება, რომელიც თავის გზაზე არავის არ დაინდობს!

ატლეტიკოს დიდ პატივსვცემ! ეს არის გუნდი რომელიც საკუთარი თამაშის სტილით და ფილოსოფიით იუვეს ჰგავს. არ ვიქნები აზრს აცდენილი თუ ვიტყვი, რომ გარკვეულწილად მათ ჩვენივე სტილში დაგვამარცხეს.. ასე რომ ახლა ჩვენი ჯერია სათანადო პასუხი გავცეთ.

ერთ-ერთი მატჩი რომელიც პოზიტიურად მახსენდება? ბარსელონასთან სტუმრად გამართული 90 წუთი.. 0-0.. მერწმუნეთ ბარსასთან კარის მშრალად შენახვა ბევრს არ შეუძლია და ეს საამაყო შედეგი იყო!

ერთი წამითაც არ დაგვიშვია გონებაში, რომ ჩვენთვის ევროპული თავგადასავალი შეწყრა.. მობილიზებული ვართ, რომ გრანდიოზული საღამო ვაჩუქოთ ყველას.. ქომაგებისგან აუცილებელია საჭირო ენერგიით დავიმუხტოთ, რომელიც დამატებითი იარაღი იქნება ასეთ მძიმე დაპირისპირებაში..

შესაძლოა იდეალურ კონდიციებში არ ვიმყოფებით, მაგრამ არც ისეთ სავალალო მდგომარეობაში ვართ, როგორც ჟურნალისტები ასახავენ.. ჩვენ – იუვენტუსის ფეხბურთელები მედიის კრიტიკას და ზეწოლას შეჩვეულები ვართ. ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს..

ბუფონი? თამაშის წინ ყოველთვის ერთმანეთს ვამხნევებდით და მის არ ყოფნა უჩვეულო და საწყენია.. არ მეგონა თუ ყველაფერი ასე დასრულდებოდა, თუმცა ცხოვრება გრძელდება”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x