ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიმეონეს წინასამატჩო პრეს-კონფერენცია

გთავაზობთ დიეგო სიმეონეს წინასამატჩო პრეს-კონფერენციას:

“მსგავსი დონის გუნდების მატჩი ორი ნაწილისგან შედგება.. დიახ, ჩვენ პირველში წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს, რადგან ჩვენს წინააღმდეგ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი იასპარეზებს, რომელსაც ყველა საჭირო რესურსი აქვს ჩვენთვის დიდი პრობლემების შესაქმნელად.

შემადგენლობასთან დაკავშირებით ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ.. ვცდილობ მოედანზე საუკეთესოები გამოვიყვანო იმ რესურსიდან, რაც გამაჩნია.. ბუნებრივია ფორვარდებზეც ბევრია დამოკიდებული.. მორატა მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელსაც კონტრ შეტევებზე დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია.

გოდინი? მისი მდგომარეობა უმჯობესდება.. იგი ხვალ აუცილებლად ივარჯიშებს და იმედი მაქვს თამაშსაც მოახერხებს. რონალდუ? მერწმუნეთ მხოლოდ კრიშტიანო არაა ის ვისაც უნდა ვუფრთხილდეთ.. მათ რიგებში ასევე გამოსარჩევი ფიგურები არიან ბერნარდესკი, დიბალა, კოშტა.. ვინც არ უნდა იყოს მანჯუკიჩთან და რონალდუსთან ერთად, ბუნებრივია ამ ფაქტს დიდი ყურადღებით მოვეკიდეთ.

ფავორიტთან დაკავშირებით კითხვაზე ვერც პირველ პრეს-კონფერენციაზე გიპასუხეთ და ვერც ახლა გეტყვით უფრო მეტს.. მოედანზე ორი დიდებული გუნდი იასპარეზებს და ამ შეხვედრაში ვინმეს ფავორიტობაზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია.

დარწმუნებული ვარ ჩვენ შთამბეჭდავი სანახაობა გველის”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x