ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი სავარაუდო სასტარტოს გვთავაზობს

ახლოვდება სუპერ მატჩი იუვესა და ატლეტიკოს შორის, რომელსაც ყოველი იუვენტინო მოუთმენლად ელოდა:

ტუტოსპორტი ტრადიციულად გვთავაზობს საკუთარ პროგნოზს სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებით..

კარს ბუნებრივია პოლონელი შესნი დაიცავს..

დაცვას რაც შეეხება და კერძოდ ცენტრალურ ზონას აქ სიურპრიზს არ უნდა ველოდოთ.. ბონუჩი და კიელინი მორატას და გრიზმანის განეიტრალებაზე იზრუნებენ..

აი ფლანგებზე კი ბევრი კითხვის ნიშანია.. მარტინ კასერესი სხვადასხვა ცნობების მიხედვით შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს, მაგრამ უშუალოდ ტუტოსპორტი მარჯვენა ფლანგზე კანსელუს მოიაზრებს.. კოშტას ტრავმის ფონზე, არაა გამორიცხული პორტუგალიელი პირველ ნახევარში სკამზე დარჩეს და საჭიროებისამებრ მეორე 45 წუთში ჩაერთოს თამაშის მეტად გამწვავებისთვის.

მარცხენა ფლანგზე ლეონარდო სპინაცოლას თუ ვიხილავთ არ უნდა გაგვიკვირდეს.. პირველ რიგში იმიტომ, რომ იტალიელი რეალურად საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელსაც ტრავმებმა ხელი შეუშალა მიმდინარე სეზონში უფრო მეტისთვის მიეღწია.. რომ არა ტრავმები მისი დებიუტი ლიგაზე გაცილებით ადრე შედგებოდა.

ნახევარდაცვის ზონა.. ხედირა სარეაბილიტაციო კურს გადის და მისი დაბრუნება 20 მარტის შემდეგ თუ მოხერხდება.. შესაბამისად ალეგრის ფონს გასვლა არსებული რესურსით მოუწევს..

მაგალითად როგორც ტურინული გამომცემლობა გვეუბნება, მაქსი მოედნის ცენტრში მირალემ პიანიჩს და ბლეზ მატუიდის დაეყრდნობა.. მათ კი პარტნიორობას ემრე ჯანი გაუწევს, რომელიც ბოლო ხანებში ფიზიკური თვალსაზრისით ბევრად უკეთ გამოიყურება და წესით ატლეტიკოსთან შეხვედრას ფორმის პიკზე უნდა შეხვდეს.

შემტევი ტრიო – პრინციპში ტრიო ძალიან პირობითი ნათქვამია, რადგან ჩემი პირადი მოსაზრებით იუვე ამ შეხვედრაში უფრო მეტად 3-5-2 მოდულს გამოიყენებს, სადაც ფედერიკო ბერნარდესკი იქნება ფეხბურთელი რომელიც საჭიროების შემთხვევაში გუნდს იმ ზონაში დაეხმარება, სადაც ამის აუცილებლად იქნება..

ბერნარდესკისთან ერთად კი სასტარტოში უნდა ველოდოთ კრიშტიანო რონალდუს და მარიო მანჯუკიჩს.. ხორვატი მცირე პაუზის შემდეგ კვლავ კარგ კონდიციებშია და მზად არის ესპანელებთან საბრძოლველად.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

სიმეონეს კვერცხები მადრიდში დარჩენია და ვეღარ ასწრებს ცჰამოტანას:D

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ამ შემადგენლობით და ტაქტიკით მინდა რომ გავიდნენ

————————-შესნი—————————

კანსელო——–ბონუჩი———-კიელინი——–სპინაცოლა

————პიანიჩი—————-მატუიდი—————

——–ბერნარდესკი—–დიბალა—–რონალდუ————

———————–მანძუკიჩი————————-

lasha naxucrishvili
6 years ago

კანდელი რა პონტში უნდა დასვა სკამზე არ ვიცი.კონტრშეტევებში ერთ ერთი საუკეთესოა თავდამსხმელს რომ შეშურდება.მაგ ქეთინო ლოგიკას თუ მივყვებით მარსელო სკამზე უნდა ყავდეს რეალს :D არ მითხოვია იმდენად შეტევაში ასვლა და ნაკლები შეცდომებიც იქნება თუ მართლა თვლის რომ დაცვაში ვერ ქაჩავს.

lasha naxucrishvili
6 years ago

კანსელო :lool:

რ ე ა ლ ი ს ტ ი

არადა კოშტას იმედი როგორ მქონდა :blin:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x