ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს ატლეტიკოსთან ჩატარებული მატჩის შემდეგ:

შესნი – 6 – ატლეტიკოსთვის მისთვის პრობლემები არ შეუქმნია, მაგრამ როცა საჭირო ხდებოდა თავდაჯერებულად ერთვებოდა სიტუაციაში.

კანსელუ – 7.5 – პირველ ნახევარში მცირე პრობლემებს განიცდიდა.. ელემენტარულ გადაცემებში უშვებდა შეცდომებს და არც მეორე ტაიმში უთამაშია ბოლომდე საიმედოდ.. თუმცა, რონალდუს მეორე გოლზე გადაცემა მან გაუკეთა და საერთოდაც მეორე 45 წუთში შეტევაში ბევრად პროდუქტიულად ირჯებოდა.

ბონუჩი – 7.5 – თამაშის შემდეგ მორატას და გრიზმანს თავისუფლად შეეძლოთ ბურთის ფორმა გამოეთხოვათ და ენახათ როგორი იყო ის, რადგან ლეონარდომ ორივე საიმედოდ ჩარაზა და ბურთის გარეშე დატოვა.

კიელინი – 8 – ამ საღამოს მისი ზონიდან ვერავინ გავიდა.. უფრო მეტიც, აქტიურად ეხმარებოდა როგორც ნახევარდაცვას პრესინგში, ასევე შეტევასაც.. კაპიტანი მოწოდების სიმაღლეზე იყო!

სპინაცოლა – 7.5 – დომინირებდა შესაშური სიმშვიდით მარცხენა ფლანგზე.. მისი მოულოდნელი გადაწყვეტილებები ჩოლოს გუნდისთვის დამატებითი თავისტკივილი გახდა.. მოედანს ხმაურიანი აპლოდისმენტების ქვეშ ტოვებს, რომელიც 100%-ით დაიმსახურა!

დიბალა 67 წუთიდან – 6.5 – გამოდის, რათა იუვეს საჭირო წუთები და ტექნიკა შემატოს.. განსაკუთრებით საჭირო გახდა ბოლო წუთებში, სადაც ჭკვიანურად იჭერდა ბურთს და ჰქმნიდა მოედანზე რიცხობრივ უპირატესობას.

ემრე ჯანი – 8 – დარწმუნებულები ვართ, რომ ღამე მორატას კოშმარები ესიზმრებოდა, რადგან პირველ ტაიმში ჯანმა ადგა და უბრალოდ წაშალა მოედნიდან. მესამე მცველის ამპლუაში უზადოდ ირჯებოდა და აძლევდა გუნდს მშვიდად ყოფნის საშუალებას. პერიოდულად სქემის ცვალებადობასთან ერთად იცვლიდა პოზიციას და ყველგან სადაც დგებოდა იყო უშეცდომო!

პიანიჩი – 8 – ყოველთვის ჩნდებოდა საჭირო დროს, საჭირო ადგილას. ეხმარება პარტნიორებს რთული ამოცანების გადაჭრაში და ცდილობს საკუთარი საუკეთესო თვისებების დემონსტრირებას.

მატუიდი – 7 – სირბილი, სირბილი და სირბილი! სხვა დაღლას გრძნობას, მას ეს არ აწუხებს! არის ცარიელი ზონა? მატუიდი მას ამოავსებს.. არის შეცდომები გადაცემებში, თუმცა პარტნიორებიც აქტიურად ეხმარებოდნენ.

ბერნარდესკი – 8.5 – შეუჩერებელი თავისტკივილი ჩოლოსთვის.. ზონებს შორის მფრინავი ბერნარდესკი მუდმივი დაძაბულობის ქვეშ ამყოფებს ატლეტიკოს ორ ზონას ერთდროულად.. შექმნა პირველი გოლი საოცარი გადაცემით რონალდუზე და საბოლოო ლურსმანიც მადრიდული კლუბის კუბოში მისმა სოლო რეიდმა დაუსვა, რომელიც 11-იანით და რონალდუს მესამე გოლით დასრულდა!

რონალდუ – 10 – როდესაც საჭირო არის გმირის გამოჩენა.. როდესაც სიტუაცია ეპიკურია და საჭიროა ზუსტად ის ადამიანი ვინც ადგება და იტყვის თავის სიტყვას! კრიშტიანომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ატლეტიკო ასეთ დღეში ჩავარდნილიყო.. გუნდზე მოთამაშე, ყველა ზონაში მყოფი და ბოლოს ბუნებრივია დამაგვირგვინებელი.. დიახ, ეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია!

მანჯუკიჩი – 6 – არ არის სათანადო კონდიციაში, მაგრამ მუდამ მზად არის საბრძოლველად.. არ იხევს უკან და ცდილობს პარტნიორებს თავისუფალი სივრცეები შეუქმნას.

კინი – 6.5 – გამოდის 10 წუთით და კინაღამ ის ხდება ამ საღამოს ერთ-ერთი მთავარი გმირი.. შემართება და ცივსისხლიანობა ასეთ ასაკში აპლოდისმენტებს იმსახურებს.

ალეგრი – 9 – რეცეპტი თუ როგორ უნდა შეიქმნას დიდი ამბავი ბოლომდე ცნობილი არ არის, მაგრამ მაქსმა გარკვეული კონტურები მაინც მოგვიხაზა.. ბერნარდესკი ზონებს შორის მოძრავი, სპინაცოლა მარცხენა ფლანგზე მორბენალი, ხოლო ემრე ჯანი ასეთი უზადო დაცვაში.. ეს იყო მისი ვენდეტა მათ მიმართ, ვისაც შეშლილის არ ჯეროდა..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
5 years ago

მთლიანად გუნდი მაგარი იყო

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

გილოცავთ როცა იუვეს ბალეშიკი ხარ იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეს ნებიბისმიერ ანგარიშზე :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ყველაფერს ვეთანხმები გარდა მატუიდის შეფასებისა…დაუფასებელი იყო ეგ კაცი ყოველთვის :)

dato777
dato777
5 years ago

ეხლა მთავარია ეიფორიაში არ დარჩეს გუნდი, აქ ყველამ იცის რომ ალეგრის მომხრე ვარ მაგრამ ეს ტემპი თუ დააგდო მაშინ…

dato777
dato777
5 years ago

მაქს სპინაზე ვერ დაგეთანხმები ვერანაირად, შეიძლება ბოლოს დაიღალა მაგრამ რაც იყო იმ პერიოდში ტიპი არ გაჩერებულა, ერთი ორი ტექნიკური თუ დაუშვა რასაც არაფერი მოჰყოლია, შეცდომას მესიც უშვებს და რონალდუც მთელ თამასში

dato777
dato777
5 years ago

ფლანგებმა მოლოდინს გადაჭარბა, სპინაცოლა ისე თამაშობდა თითქოს მეათე სეზონს მაინც ატარებდა ლიგაზე, სანდროს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ რავი სპინას შემხედვარე მგონი სასტარტოსთვის გააორმაგებული ენთუზიაზმი ჭირდება. რონი რონია და არაფერს ვამბობ მაგრამ ბერნა ძალიან მაგარი იყო წუხელ

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

Yvelas gilocavt am gamargvebas.es saswauli ar iyo,es iyo kanonzomieri shedegi.ormagad gaxarebuli var unit rom 1000 maneti davde angarishze da 10 amdeni movige.magram 5-0 rom mogvego magazec tanaxma vita I.forza juve

ცრუღმერთი
ცრუღმერთი
5 years ago

მეტი დრო სპინას… მაგარი ძმაა… იმენნაა საჭირო დროს საჭირო ადგილზე გამოვიდა და მისი სიტყვა თქვა რომ ძირითადში ადგილს იმსახურებს ყოველთვის თუ არა სეზონის ნახევარში მაინც

ვეგა
ვეგა
5 years ago

აუფ სპინას უნახეს შეცდომა პროფესორებმა ))) იმენა სპინა იყო წუხელ მისაბაძი თავისი თამამი თამაშისთვის. იმენა ფრთა კატლეტების გააქრო და რაღაც უმნიშვნელო შეცდომა თქვენმა ბრწყინვალე თვალებმა რო შეამჩნია ეს იმის ბრალია რო თქვენი სათაყვანებელი სულ აძლევს შანს მინდორზე რო მიეჩვიოს და პრაქტიკა აიღოს. ასევე კინს . კინოსთვის მეტი დრო რო მიეცა იმ გოლსაც შეაგდებდა. ვაბშედა რა გინდათ აქ ?

dato777
dato777
5 years ago

კონკრეტულად რონალდუს და ალეგრის მე ვერ მივაწერ ამ გამარჯვებას უკლებლივ ყველამ მაგრა იყამაშა, მცველებმა, ნახევარმცველებმა, თავდამსხმელებმა და ზამენებმაც, ბენტაკურმაც კი რომელმაც ტაბლო გამოსტაცა ხელიდან დამხმარე მსაჯს და აღარ შევიდა, ჩემი აზრით მადრიდში ბევრი ნიუანსი იყო ატლეტიკოს მხარეს, პიანიჩი სიცხით თამაშობდა , ჩანი არ იყო საუკეთესო ფორმაში, კანსელუს კუნთების პრობლემა ჰქონდა და წუხელაც ორჯერ გაეჭიმა ფეხი სანდროს ცუდი თამაში. იმედია შემდეგ თამაშებში ეს პრობლემები აღარ გვექნება

dato777
dato777
5 years ago

ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას :forza: :forza: :forza:

მაქს
მაქს
5 years ago

სპინაცოლამ აჩვენა ცივსისხლიანობა, თუმცა ბევრ შეცდომებს უშვებდა, არ ჰყოფნიდა კლასი. პერსპექტივები უჩვენა და არა კარგი თამაში! ბერნა კიდე მგონია რონისთან ერთად საუკეთესო იყო, თუ არ ჩავთვლის 20 წუთიან ჩავარდნას მეორე ტაიმის დასაწყისში :)

ანონიმური
ანონიმური
5 years ago
Reply to  მაქს

გასაგებია სპინაცოლაზე რასაც ამბობ და ნაწილობრივ ალბათ მართალია ანუ რომ ამბობ რომ ქონდა შეცდომები და რათქმაუნდა ასეა მაგრამ შეცდომები მაგაზე მეტ გამოცდილ ხალხს აქვს ჭიპი რომ აქვთ მოჭრილი ლიგაზე და გასაკვირი არაა თუ მასაც რამე ეშლებოდა მაგრამ უნდა ითქვას მისი პირველი თამაში იყო ლიგაზე
მგონი და ჩაატარა თითქმის იდეალურთან ახლოს თანაც ამხელა ტრამვის მერე ეხლა იღდგენს ფორმას მგელია ეს ბიჭი თუ მან ამავე ტემპტით გააგრძელა და დარწმუნებული ვარ გააგრძელეს სანდროსაც გაასწრებს და ბევრს სხვასაც კიდე ისე შენ მოსაზრებასაც ვეთანხმები რათქმაუნდა ნუ ბერნაზე რაუნდა ვთქვა არის უმაგრესი კაცი მე დღსაც მიღცევნია დიბალას ნუ ეს ჩემი სუბიექტური აზრია ყველა თავისებურად ფიქრობს :juvee:

5 years ago

ბერნა და რონი გასაგებია… მაგრამ მე როგორც დაცვის მოყვარული შოკში ვარ ემრე ჯანის თამაშით. კიდე ვიმეორებ — ბრავო ალეგრი, ბრავო ემრე :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x