ნედვედი ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე..
ბიანკონერის ვიცე პრეზიდენტი პაველ ნედვედი ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგზე საუბრობს:
“ვუყურე მათ დაპირისპირებას მადრიდელთა წინააღმდეგ.. მინდა გითხრათ, რომ ჰოლანდიელები საოცრად ირჯებიან და მათ წინააღმდეგ დიდი ყურადღებით გვმართებს თამაში. ფაქტია, რომ ჩვენ ორი ლამაზი დაპირისპირების მომსწრენი გავხდებით.
ჩვენმა ბიჭებმა ატლეტიკოსთან საოცარი პერფორმანსის შემდეგ, მინიმუმ ორი მატჩის უფლება ლიგაზე ნამდვილად დაიმსახურეს. დიდი ენთუზიაზმით მოგვიწევს მინდორზე გამოსვლა.
რონალდუსთან დაკავშირებით არანაირი შიშის ფაქტორი არ მაქვს.. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მას რაიმე სახის დისკვალიფიკაციას მიცემენ. ეს ჟესტი მოედანზევე დარჩა.. ეს იყო პასუხი იმ აგრესიის და შეურაწყოფის მიმართ, რაც რონალდუს მადრიდში დაატყდა.
ალეგრი? იმავე ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ყოველთვის.. პრეზიდენტი შეხვდა მწვრთნელს და საქმის განხილვა ივნისამდე გადადო. მისით 100%-ით კმაყოფილები ვართ, რადგან ჩემპიონატში საოცარ საქმეებს ჩადის, სადაც უახლოეს კონკურენტს 18 ქულით ვუსწრებთ, ხოლო ლიგაზე 1/4 ფინალში გავედით.. ერთი სიტყვით დაგეგმილი კურსით მივდივართ”.
ალეგრი დიდი ხნით იუვეში წერტილი მიდი ნედვედ
