ბონუჩი გენუელებთან დაპირისპირებაზე
ლეონარდო ბონუჩი გენუელებთან დაპირისპირების შემდეგ მასმედიის წარმომადგენლებს გაესაუბრა:
“მესმის, რომ მარცხი სასიამოვნო არასოდეს არის, მაგრამ ატლეტიკოსთან შეხვედრის შემდეგ ყველას კარგად გვესმოდა, რომ ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც გარკვეულ პრობლემებს წავაწყდებოდით.
მერწმუნეთ ეს მატჩი ვერანაირ ზეგავლენას ვერ იქონიებს გუნდის საბოლოო შედეგზე.. ეს უბრალოდ წამიერი მოდუნების ბრალია.
ახლა ჩვენი მიზანია რეაბილიტირება მოვახდინოთ სანაკრებო პაუზის შემდეგ და ემპოლისთან მატჩისთვის მომზადება სათანადო დონეზე დავიწყოთ. ატლეტიკოსთან ყველაფერი გავიღეთ და ამიტომ ეს შესვენება საჭირო დროს დაემთხვა..
ისინი ვინც ნაკრებს შეუერთდებიან, მოედანზე გამოსვლა რამდენიმე დღეში მოუწევთ.. ხოლო ვინც ბაზაზე დარჩება საჭირო ენერგიას შეივსებენ..
მეორე ტაიმი უდაოდ კარგად დავიწყეთ და ვცდილობდით მეტოქის კართან საგოლე ეპიზოდების შექმნას. საწყენია, რომ გოლი გაგვიუქმეს, რის შემდეგაც პირიქით საკუთარ კარში მივიღეთ ბურთი..”