სტურარო:”იმედი აქვს იუვე ლიგას მოიგებს”
სტეფანო სტურაროს გოლს იტალიაში სხვადასხვა სახის სასაცილო პოსტერები მოყვა.. ერთ-ერთს თქვენ თავადაც ხედავთ, ხოლო უშუალოდ ფეხბურთელი ბედნიერია გატანილი გოლით ტურინელთა კარში:
“ფანტასტიური და სენსაციური იყო.. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გავისაზრე თუ რა მოხდა..
მესმის, რომ ჯერ ჩემი ფიზიკური კონდიციები უკეთესის სურვილს ტოვებს და ამ მიმართულებით ბევრს ვშრომობ, მაგრამ გატანილი გოლი დამატებითი მოტივაციის წყარო იქნება.. გუნდი ახალგაზრდული გვყავს, მაგრამ მათი მტკიცე ხასიათი ყველანაირ სირთულებს გადალახავს.
იუვენტუსის ქომაგად ვრჩები და იმედი მაქვს ჩემი ექს პარტნიორები მოახერხებენ ჩემპიონთა ლიგის მოგებას.. მათ მართლაც საოცარი ქამბექი დადეს ატლეტიკოსთან დაპირისპირებაში.. ეს არის ხმაურიანი შეტყობინება ყველასათვის! იუვენტუსს შეუძლია იტალიური ფეხბურთისთვის ძირძველი დიდების დაბრუნება”.