ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკა:”პარატიჩი ბეილის აგენტს შეხვდა”

ესპანური მარკას მტკიცებით ისკო და მარსელო სავარაუდოდ მადრიდში დარჩებიან, თუმცა ბეილისთვის და ხამეს როდრიგესისთვის სამეფო კლუბში ადგილი აღარ მოიძებნება:

ზიდანი უელსელის კანდიდატურაზე უარის თქმას აპირებს და მის ნაცვლად გუნდში ედენ აზარის ან მოჰამედ სალაჰის ხილვა სურს..

ხამესის შანსები კი ისედაც მიზერული იყო და როგორც ირკვევა, მენდეშს უკვე შეატყობინეს, რომ მას კოლუმბიელისთვის ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს..

იუვენტუსი ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, მაგრამ როგორც მარკა იუწყება პარატიჩი ბეილის აგენტს შეხვდა და ტურინში გადასვლაზე ესაუბრა.. რამდენად რეალურია ესპანელთა ეს განცხადი რთულის სათქმელია, რადგან აქამდე მის მიმართ იტალიელთა ინტერესი არ გახმაურებულა..

იტალიური მედია თავის მხრივ ამ შესაძლებლობას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ კი გუნდს პაულო დიბალა დატოვებს, რომელიც წლევანდელ სეზონში არცთუ შთამბეჭდავად ირჯება.. აქვე ხაზის გავუსვათ იმ გარემობასაც, რომ რეალი არგენტინელის მიმართ ინტერეს აღარ იჩენს და შესაბამისად საუბარი რაიმე სახის ბარტერზე ნაკლებად მოსალოდნელია.

თუმცა, მხოლოდ იუვე არ ინტერესდება უელსელი შემტევით.. ბოლო ხანებში გააქტიურება შეინიშნება ბაიერნის მხრიდან.. იუნაიტედი კი ამ ვარიანტზე უარს არასოდეს ამბობდა, რადგან მათთვის იგი შესანიშნავი შევსება იქნებოდა.. ასე რომ ბეილს მსურველები არ აკლია, მაგრამ რამდენად შედის იუვე მათ რიცხვში როგორ უკვე ოდნავ ზემოთ აღვნიშნეთ დრო გვიჩვენებს..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

არაფელში არ ჯდება ,საერთოდ არაფელში.ვერ ვხედავ ვერცერთ პოზიციაზე იუვეში

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

შიგ ხო არააქვთ რეებს აღარ წერს სპორტული მედია კომერციული მიზნებისთვის. ეს არ დავინახო იუვეში მოთრეული.:!:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x