ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მანჩინი ბერნარდესკიზე, კინზე და იუვეზე..

რობერტო მანჩინი მოახლოებულ მატჩზე და საკუთარ შეგირდებზე საუბრობს:

“გახსოვთ რას ვამბობდი? როდესაც შენ აძლევ მათ შანს ისინი მას აუცილებლად გამოიყენებენ! ვგულისხმობ ბერნარდესკის, კინს, ძანიოლოს და დანარჩენ მოთამაშეებს, რომლებიც ახლა შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან.

ბერნარდესკიმ ატლეტიკოსთან მატჩში დაამტკიცა, რომ საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელია რომლის გამოყენება მოედნის სხვადასხვა ზონაში თავისუფლად შესაძლებელია.

კიეზა-იმობილე-ბერნარდესკი? არ დაგიმალავთ და საწვრთნელი სესიის დროს ეს ტრიო არაერთხელ დაიტესტა.. რაც უფრო ხშირად იქნებიან ერთად, მით უფრო ეფექტური და მობილურები შევუტევთ..

ძანიოლოს გამო დი ფრანჩესკოს აპლიდისმენტები ეკუთვნის.. იგი ენდობოდა ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელსაც ასაკის გათვალისწინებით შესაძლოა პერიოდული პრობლემები შეექმნას, მაგრამ ამ ბიჭს მტკიცე ხასიათი და პროგრესირებისკენ დაუფარავი სურვილი გააჩნია.

ჟორჟინიო და ვერატი ამ გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენენ.. შესაძლოა ჩელსი იდეალურ სეზონს არ ატარებს, მაგრამ ეს ფეხბურთელს არ ეხება, რადგან იგი სისტემატიურად ხვდება სასტარტო შემადგენლობაში. ვერატის შემთხვევაშიც ყველაფერი ანალოგიურად არის.

კინი? მახსენდება ბალოტელი რომელიც კარიერის ამ ეტაპზე უმაღლეს მიზნებს ისახავდა.. მოიზეს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს, რათა უმაღლესი დონის ფორვარდი გახდეს.. იგი ძალზედ მშრომისმოყვარე და უშუალოა..

ევროპაში იტალიური კლუბების გამოსვლა? იუვენტუსმა შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა.. მათ არანაირი ზედმეტი კითხვა არ დატოვეს ატლეტიკოსთან შეხვედრაში და სრულიად დამსახურებულად ითვლებიან ლიგის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად.

ნაპოლი ანჩელოტის ხელში იზრდება.. სერია ა-ში პრობლემები კი იყო და თან ეს იუვე მანქანასავით მოქმედებს, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული ნეაპოლელებს შეუძლიათ ევროპა ლიგის მოგება”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

რავანელი—-მინდა ალეგრის კრიტიკოსებს ვუთხრა ვინც მას აკრიტიკებს მათ ფეხბურთში არაფერი ესაქმებათ :chuvak: :lool: :lool: :lool:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x