ბერნარდესკი ნაკრებზე, იუვეზე და რონალდუზე..
ბერნარდესკი იტალიის ნაკრებსა და იუვენტუსსზე საუბრობს:
“ნაკრებში დღეისათვის არაერთი გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა ასპარეზობს, რომლებსაც ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ პროგრესირება განაგრძონ.
ვეთანხმები მოსაზრებას, რომლის თანახმადაც უშუალოდ თამაშის ხარისხი გაუმჯობესებული გვაქვს, მაგრამ პრობლემა გატანილი გოლებია.. პრაგმატულები რომ ვიყოთ კარგი იქნება ცოტა შევქმნათ და გავიტანოთ, რადგან საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც შედეგამდე მიდის..
ატლეტიკოსთან შეხვედრაში თითოეული ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე და სათადარიგოთა სკამზე იყო, მაქსიმუმი გაიღო ამ შედეგის მისაღწევად.. ეს იყო საღამო, სადაც უამრავ უაზრო კრიტიკას პასუხი მოედანზე პროდუქტიული თამაშით გავეცით.
ასეთი შეხვედრები ისტორიაში შედის და მე ბედნიერი ვარ, რომ მის დაწერაში გარკვეული წვლილი შევიტანე.. ასეთ დაპირისპირებებში მონაწილეობა თითოეულისთვის საამაყოა და მიხარია, რომ ასეთი შანსი მომეცა.. მწვრთნელი მენდობა და ვცდილობ იმედები გავამართლო.
მარცხი კარგი არასოდეს არის, მაგრამ თუ სადმე უნდა წაგვეგო ვფიქრობ ჯენოასთან ამ ტურში იყო იდეალური.. ფაქტია, ესპანელებთან მატჩმა წაგვართვა როგორც დიდი ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალა.. იუვე მოედანზე წაგებისთვის არასოდეს გამოდის.. ჩვენი მიზან მუდამ გამარჯვებაა რაოდენ რთული არ უნდა იყოს ეს..
ვფიქრობ, შემიძლია ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობა. სიმრათლე გითხრათ მივეჩვიე გონებით და სულისკვეთებით თამაშს.. ტაქტიკური განსწავლულობა მაძლევს საშუალებას მოედანზე ეფექტურად გადავაადგილდე. თუმცა, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას მანჩინი იღებს.
ჩემი სურვილია ლიდერი გავხდე.. ეს არის ჩემი მიზანი და ოცნება! ახლა მართლა ძალიან კარგი გუნდი გვყავს, რომელიც უკან არაფერი დაიხევს.
კიეზა? მენტალურადაც გაიზარდა და ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისითაც. საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა, რომელიც არავის ჩარევს საკუთარ გადაწყვეტილებაში.. ვერავინ ვერ იქონიებს მის არჩევანზე ზეგავლენას, რადგან ფედერიკო განსაკუთრებული უნარ ჩვევებით არის დაჯილდოებული
რონალდუს შესაძლო დისკვალიფიკაციაზე საუბარო სასაცილოა.. მისი ჟესტი იყო თამაშის ბოლოს და არ იყო მიმართული ესპანელებისთვის. იმედი მაქვს უახლოეს პერიოდში ეს თემა საბოლოოდ დაიხურება.
კრიშტიანო აბსოლუტური ჩემპიონია, რომელმაც საკუთარი მაღალი დონე ყველა იმ ჩემპიონატში დაამტკიცა სადაც კი უთამაშია. თუ მას გამადიდებლით დააკვირდებით, მაშინ მერწმუნეთ ბევრ საჭირო თვისებას შეიძენთ, რომელიც პორტუგალიელს დიდი რაოდენობით გააჩნია”.
დააკვირდი მერე და შეისწავლე, ახალგაზრდაც აღარ ხარ მაგრამ არც ბებერი ხარ გაქ დრო… :smile: