გაძეტა პიაცას და ორსოლინის მომავალზე..
გაძეტა დელო სპორტი მარკო პიაცასა და რიკარდო ორსოლინიზე:
ხორვატი ფეხბურთელი, რომელმაც სულ ცოტახნის წინ ჯვარედინი მყესის გაწყვეტის შედეგად ოპერაცია გაიკეთა, უკვე შეუდგა სარეაბილიტაციო პერიოდის გავლას.
თუ მილანურ გამომცემლობას დავუჯერებთ პიაცა სეზონის დასრულებისთანავე დაბრუნდება ტურინში და სარეაბილიტაციო კურს უკვე ტურინულ გრანდში გაივლის.. მისი მომავალი სწორედ ამ პერიოდის დასრულების შემდეგ გადაწყდება.
რაც შეეხება ორსოლინის.. როგორც ირკვევა ტურინელებმა ბოლონიელებს ტრანსფერზე მწვანე შუქი აუნთეს.. შედეგად მოკრძალებული კლუბი 12 მილიონის სანაცვლოდ, სრულად გამოისყიდის რიკარდოს უფლებებს.