ემრე ჯანი:”ალეგრის ფეხბურთი ჭადრაკის დონეზე აქვს აყვანილი”
ემრე ჯანის თქმით ალეგრიმ ატლეტიკოსთან მატჩი იდეალურად ააწყო:
“მერწმუნეთ ტაქტიკური თვალსაზრისით აქამდე ასე არასდროს მითამაშია.. მათი ოთხი მცველის წინააღმდეგ ჩვენი სამი ფეხბურთელი მოქმედებდა, რაც აბსოლუტურად გამართლებული სვლა იყო ალეგრის მხრიდან..
ალეგრი როგორც მოჭადრაკე ისე აწყობდა ამ მატჩს და თითოეულმა მისმა ჩანაფიქრმა იდეალურად იმუშავა! პირველად შავ-თეთრ ისტორიაში, ჩვენ მოვახერხეთ 2-0-დან დაბრუნება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში!
გვერდიდან რთულია იმის დანახვა, რაოდენ დიდი წნეხი ხორციელდებოდა ჩვენზე პირველი მატჩის შემდეგ.. ამიტომაც მათზე გამარჯვების შემდეგ გასახდელში განსაკუთრებული ემოცია სუფევდა!
ქალაქში ძალზედ რთული და პესიმისტური ატმოსფერო სუფევდა.. ფაქტიურად არავის ჯეროდა რომ მოვახერხებდით ამ ეტაპის დაძლევას.. თუმცა, მოვახერხეთ კრიტიკოსების დადუმება..
რონალდუს ჟესტზე საუბარი არ მსურს, მაგრამ ის რაც სიმეონემ გააკეთა, ვფიქრობ საკმაოდ ნორმალური პორტუგალიელის ასეთი პასუხი.
პირველ მატჩში მის მიმართ დიდი აგრესია ხორციელდებოდა და შესაბამისად რონალდუს მიერ გატანილი სამი გოლით მეც ძალიან ვისიამოვნე! ის არაჩვეულებრივი პიროვნებაა და ასეთი საღამო ნამდვილად დაიმსახურა.
შემიძლია გითხრათ, რომ მისი სუპერ ვარსკვლავური სტატუსიდან გამომდინარე, იგი არ დაფრინავს ღრუბლებში.. მიწამზე ორივე ფეხით მყარად დგას და საკმაოდ მოკრძალებულია..
იგი პირველია ვინც გვესალმება და ყველაფრისთვის მადლობას გვიხდის. ის არამარტო მეგობრებთან იქცევა ასე, არამედ მთელს პერსონალთან.
ვფიქრობ, ადამიანები გაოცებულები დარჩებოდნენ, როგორი უშუალოა იგი ურთიერთობაში”.
ჯანო შე ბაბაჯანო
ასეთი ტრასფერი თან უფასო და რამდენი აკრიტიკებდა.ნებისმიერ შემთხვევაში გამართლებული სვლაა ამის მოყვანა.ასეთივე იქნება რემზი.თუმცა ერთი ტოპი აუცილებელია(მილინკოვიჩი,კანტე,პოგბა)რაც შეეხება ჭადრაკს სულ სხვა სპორტია,მე მინდა გუნდმა ფეხბურთი ითამაშოს.ისეთი დონის როგორც ატლეტიკოსთან,მინიმუმ 10 სეზონში
საღოლ ემრე! ამ ბიჭს შეუძლია იუვეს ნაწილი გახდეს მომავალში. ჯერ კიდევ არ არის კარგ ფორმაში ტრამვების მერე, თორე საკმაოდ კლასნი ფეხბურთელია. თან ჟილკიანიც არის. უხდება იუვეს ესეთი მებრძოლი და გულიანი ხალხი. ტაკინარდის მაგონებს))