კონორ მაკგრეგორი კრიშტიანო რონალდუზე
უეფას ოფიციალურ ვებგვერდს UFC-ის მთავარი ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი გაესაუბრა:
“რონალდუ არამხოლოდ დიდებული ფეხბურთელი, არამედ შესანიშნავი მენტორია.. მას შეუძლია ადამიანების მოტივირება არამარტო ფეხბურთისადმი, არამედ ზოგადად ჯანმრთელი ცხოვრების მიმართ.
ელემენტარულად შეხედეთ რა შეუძლია მის ქარიზმატულობას.. თუნდაც, ატლეტიკოსთან მატჩი ავიღოთ, ეს ხომ სრული სიგიჟე იყო!
საკმაოდ რთულია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის წინააღმდეგ სამი გოლის გატანა და თან 34 წლის ასაკში. მე და კრიშტიანოს ბევრი საერთო გვაქვს.. ორივე ჩვენთაგანი, საკუთარ საქმეში საუკეთესოები ვართ”.