ტაკინარდი და ფერარა დოპინგის ბრალდებაზე..
დევიდ ენდტას ინტერვიუს ალბათ ნახავდით ჩვენს საიტზე.. ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა იუვენტუსის ფეხბურთელები 96 წლის ფინალში დოპინგის გამოყენებაში დაადანაშაულა:
პასუხის გაცემა ამ უსაფუძვლო განცხადებაზე ალესიო ტაკინარდიმ და ჩირო ფერარამ გადაწყვიტეს:
“მოვისმინე მისი სიტყვები და ერთი რამის თქმა შემიძლია.. უნდა რცხვენოდეს ასეთი საქციელისთვის. გუნდი არნახილად ემზადებოდა ამ სეზონისთვის და თითოეულმა ფეხბურთელმა ყველაფერი გაიღო რაც გააჩნდა! ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი მოთამაშეებისთვის ეს ყოველივე დამატებითი ემოცია იქნება”– განაცხადა ტაკინარდი,
“ადამიანი რომელიც კლუბთან კომუნიკაციაზეა პასუხისმგებელი უნდა ხვდებოდეს, რომ ასეთი სახის კომენტარები ჩვენ უფრო მეტ მოტივაციას გვძენს..”– ჩირო ფერარა..
ვისაც იმ ფორმაციის იუვე ახსოვს, ჰოლანდიელის ამ “ბრალდებაზე” მაგრად გადაიხარხარებს, გუნდი დაფრინავდა და სასწაულ ფეხბურთს აჩვენებდა! ის კი არა და მომდევნო ფინალები როგორ წააგო, ის მიკვირს!