იტალიური მედია:”უეფამ რონალდუს მხოლოდ ფულადი ჯარიმა დააკისრა”
დღეს, ნიონში დაიწყო კრიშტიანო რონალდუს საქმის მოსმენა:
სადისციპლინო კომიტეტმა მადრიდის ატლეტიკოსთან შეხვედრაში კრიშტიანო რონალდუს ჟესტზე იმსჯელა.
საგულისხმოა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელის საქმე მე-11 მუხლით იქნა განხილული, რომლის თანახმადაც მაქსიმალური სასჯელი 20 000 ევროა.
ამ ეტაპზე ზუსტი ციფრი არ სახელდება, მაგრამ რონალდუს დაახლოებით 10 000-დან 20 000 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევს.
შესაბამისად თავდაპირველი საუბრები თითქოს რონალდუ აიაქსთან მატჩში მონაწილეობას დისკვალიფიკაციის გამო არ მიიღებდა უბრალო ჭორაობა აღმოჩნდა.