ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიოს ემოციური ინტერვიუ

კლაუდიო მარკიზიოს ემოციური ინტერვიუ:

“ჩემი თავგადასავალი ვილა პრეზოში დასრულდა.. მაშინ ამხანაგურ მატჩში მახსოვს გოლიც გავიტანე, მაგრამ გუნდმა კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა.. სატრანსფერო ფანჯარა იხურებოდა და თითქოს ისევ იუვეში დავრჩებოდი, მაგრამ არ მსურდა წინა წლის მსგავსად ყოფნა..

ახლანდელ მდგომარეობას, რომ შევხედოთ და ტრავმებს რომლებიც ნახევარდაცვაში ფიქსირდება, დარწმუნებული ვარ საკუთარ ადგილას მოვიპოვებდი.. მაგრამ გული არაფერზე მწყდება.. გუნდს ბევრი რამ მივეცი, მაგრამ იუვემ ჩემთვისაც ბევრი გააკეთა.

მუხლის სერიოზული ტრავმის შემდეგ, სხვა ფიზიკური კონდიციების პრობლემა არ მქონია. ვფიქრობდი, რომ კიდევ მომცემდნენ საშუალებას საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება მომეხდინა, მაგრამ კლუბის ინტერესებს ყოველთვის უფრო მაღლა ვაყენებდი.

ფეხბურთში და რეალურ ცხოვრებაში, ყოველთვის დგება დრო როდესაც სიყვარულის ისტორია უნდა დაასრულო. საბოლოო ჯამში იღბლიანი ადამიანი ვარ.. კარიერის მანძილზე ორჯერ დავმარცხდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში.. ერთხელ ევროპის ჩემპიონატის ფინალში.. თუმცა, მეამაყება 7 სკუდეტო რომელიც მოვიგე!

მახსოვს პირველი კონტრაქტის გაფორმების პერიოდი.. ეს იყო მაშინ, როდესაც გუნდმა ჩემპიონატი მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა. მაშინ ანიელის შემდეგი რამ ვუთხარი:”დარწმუნებული ვარ თქვენ არ გინდათ, რომ იყოთ იუვენტუსის ის პრეზიდენტი, რომელიც ვერაფერს ვერ მოიგებს, ხოლო მე არ მსურს ვიყო იმ მცირე რიცხოვან იუვენტინოებს შორის, რომლებმაც კარიერა ტიტულების გარეშე დაასრულეს..”

საკუთარი კარიერის მანძილზე არაერთმა კლუბმა შემომთავაზა მიმზიდველი კონტრაქტი.. იტალიაში კი მილანი ორჯერ გავისტუმრე უარით. პირადად ჩემთვის იუვენტუსი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვან კლუბად დარჩება.. მეორე კლუბი რომელსაც განსაკუთრებულად პატივსვცემ არის მილანი.

დიბალას ხილვა მეტოქის საჯარიმოდან ასე მოშორებით ნამდვილად გულსატკენია.. იგი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებილი ფეხბურთელია, რომლის კარში დარტყმების სიზუსტე ნებისმიერს შეშურდება. მახსოვს სუპერ თასსზე პირველ მატჩში როდესაც იგი ჩვენთან გადმოვიდა, მივუახლოვდი და ვუთხარი რომაელთა საჯარიმოს სიახლოვეს ყოფილიყო და გოლს აუცილებლად გაიტანდა.

კრიშტიანო ბევრს შრომობს საკუთარ თავზე.. სურს მუდამ ფორმაში იყოს. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ იგი ყველასათვის მისაბაძია.. ფეხბურთელს ასეთი ფიზიკური კონდიციები ჰქონდეს ძალზედ იშვიათია. ჩემი აზრით უფრო მეტად სპრინტერს წააგავს.

მაშინ ნახევარდაცვა საოცარი იყო.. პირლოს გვერდით ბედნიერი ვიყავი.. ჩემთვის დიდი პატივი იყო ასეთ მოთამაშესთან ერთად ყოფნა. გენიალური პირლო, ჩემი გამოცდილება, მუდამ მხიარული ვიდალი და პოგბას ახალგაზრდული უდარდელობა. თითოეული მათგანისგან ბევრი რამ ვისწავლე.

დეშამი? ბევრი რჩევა მოგვცა, მაგრამ სიმართლე გითხრათ პრანდელის ხელმძღვანელობით უფრო ბევრს ვიტანდი. მსურს განსაკუთრებული მადლობა კონტესაც გადავუხადო, რომელმაც არამარტო ტაქტიკური ნიუანსები და სპრინტერული ჩართვები მასწავლა, არამედ მისი მტკიცე ხასიათის გამო. საკუთარი შემართებით იგი ჩვენი ლიდერი იყო!”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
5 years ago

ალე, მარკიზა და პირლო მინდა ვიხილო იუვეს მმართველ შტაბში… და როდა საჭირო დრო და სწორი სიტუაცია იქნება კონტე მწვრთნელად.
+ ამას პირლოს აქვს უკვე მწვრთნელობის ლიცენზია და თუ კონტეს თანაშემწედ გაიჩითება (მაგრად ევასება თან კონტე) კონტეს სული და ხასიათი შერწყმული მაესტროს ფილოსოფიასთან სუპერ სანახავი იქნება!

juve-10
5 years ago

კონტეს შარშანდელი სეზონის მერე გაუფუჭდა იმიჯი. იმენა მოურინიო დაემართა)) იუვეში მისი ღვაწლის მიუხედავად, რასაც მეც ძაან ვაფასებ, ჩემი აზრით მისი კარიერის საუკეთესო მომენტი იყო ევროპის ჩემპიონატი. ნუ ყოველშემთხვევაში ჯერჯერობით) ჯერ ისედაც რა შემადგენლობა ყავდა და ისიც ნახევარი ხალხი დაემტვრა და მაინც თითქმის საჩემპიონო გუნდი შექმნა! აი მაგ ტალღაზე უნდა დარჩენილიყო და მაგ ფილოსოფიას უნდა მიწოლოდა) სხვათაშორის ლიგაზე ბარსასთან არ გაუმართლა, თორე თამაშით დიდად არ უჯობნია ბარსას. კურტუას დირკების გამო უფრო წააგო ოფში შოტში) მარა პრემიერლიგა ჩააგდო აშკარად. რავი იმედია იტყვის კიდე თავის სიტყვას! ზოგადად ნაღდად საინტერესო კაცია)

ანონიმური
ანონიმური
5 years ago
Reply to  juve-10

ჩელსის მენეჯმენტი არის ძაან უვარგისი ყველაფერს ქალი აკონტროლებს აბრამოვიჩის მარჯვენა ხელი და საერთოდ აზრზეე არაა რა არის ფეხბურთი . პლიუს კიდე ფსიქოლოგიურად ვერ არის ეგ გუნდი, არეულია ყველაფერი . სარის რომელსაც აქებდენ რას შვება? საერთოდ ვერაფერს აკეთებს და ყველა ინტერვიუში ამბობს რომ არანაირი ტაკტიკა არ გვიშველის თუ ფსიქოლოგიაშია საქმეო . კონტემ 2 სეზონში პრემიერლიგა და ინგლისის თასი მოიგო რომელიც ძაან პრესტიჟულია მანდ . მაურინიოსაც ჩაუდო სადაც შეხვდა მაგ მერდა ნაბოზ…სსს პირველი სეზონი ისედი ხოდი ქონდა ჩელსის რო ფორებით უგებდა ყველას მათ შორის გუარდიოლას სიტისაც გასვლა მოუგო . ეგ ზუსტად კონტეს დამსახურება იყო ის რო მაგარი მოტივატორია . აი მეოერე სეზონი… Read more »

ლექსო ანთია
ლექსო ანთია
5 years ago

კონტეს გინება დელ პიეროს გინების ტოლფასია.მარტო მწვრთნელი კიარა გუნდის ლეგენდაა.უპირობო ლიდერი იყო გუნდის და ეს ზიდანის და დელ პიეროს დროს ხდებოდა და კიდევ ბევრი სხვა ვარსკვლავის.ჩემთვის გამარჯვების სიმბოლოა კონტე და იუვეში თუ იქნება მომავალში ეს მარტო სიხარულს მომიტანს

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

კონტეზე ყველა კარგს ამბობს , პირლომ თქვა მიუხედავად იმისა რო ანჩელოტი ჩემთვის ძმასავით არისო , კონტე საუკეთესო მწვრთვნელია ვისთან ერთადაც მიმუშავიაო ბევრი ახალი რამე ვისწავლე კონტესგანო არადა ტიპი 32 წლის ასაკში გადავიდა იუვეში 2 ჩემპიონთა ლიგა მსოფლიო ჩემპიონატი და ყველაფერი ქონდა მოგებული .

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

მარკიზაა :love: :love: :love: :love: :love: :love:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x