კოშტას მდგომარეობა გაურკვეველი რჩება..
არცთუ პოზიტიური ცნობები დუგლას კოშტასთან დაკავშირებით:
დღეს, ბრაზილიელი შემტევი სამედიცინო შემოწმებას კიდევ ერთხელ გაივლის და თუ ტესტებმა დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერ აჩვენა, მაშინ არსებობს რეალური რისკი რომ დუგლასი გამოტოვებს აიაქსთან ორივე დაპირისპირებას.
კოშტა უკვე ერთ თვეზე მეტია ტრავმის გამო უქმობს და მისი დაბრუნება ატლეტიკოსთან შეხვედრისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა ესპანელებთან დაგეგმილი შეხვედრის წინა დღეს მან კვლავ იგრძნო დისკომფორტი და ამ ეტაპზეც კი უცნობი რჩება თუ როდის მოახერხებს მწვანე მინდორზე დაბრუნებას.
მიუხედავად იმისა რომ უნიკალური საფეხბურთო მახასიათებლები აქვს და მეც მაგრად მევასება (ტიპი რაკეტაა, ტექნიკაც არ აკლია, დარტყმაც თუ გამოუვიდა მშვენიერია, თან განსაკუთრებით ეფექტურია შეცვლაზე რო შემოდის) ჯობია სანამ კაი ასაკი აქვს და ვინმეს უნდა მაღალ ფასად გაყიდონ, ვერ მოიკიდა მაინც ფეხი როგორც საჭიროა იუვეში თან + ამას ცოტა ხასიათის პრობლემაც აქვს, ბაიერნმა გამოუშვა, იუვეშიც ჰქონდა გარკვეული პრობლემები, ასე რომ…
ისე ბრაზილიელები ვერ ვარსკვლავობდნენ იუვეში ვერასდროს
ვითომ მართლა ტრავმა აქვს ეხლა ამას
იუვე აიაქსის 16 წლის პოგბას დასდევსო, მართლა კაი ვინმე ჩანს ნახეთ
https://youtu.be/6l7qVXH_wMM
ეეე მართლა როგორ გავს მოძრაობებით)))
მარტლა რო პოგბაა მოდზრაობები ფინტები
არადა დასანანია კოშტას დონის მქონე ფეხბურთელის გაშვება. ხომ კლასი ფეხბურთელია, მაგრამ ის რაღაც მაინც აკლია რაც რონალდოს აქვს-ფინიშერი არ არის. საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავს ვერც ამას ვერც ბერნას ჯერჯერობით, ვერც კუადრადოს. დიბალა ამ კომპონენტში რონალდოსთან ყველაზე ახლოს დგას, მაგრამ არც სისწრაფე აქვს და არც ფიზიკურობა, რაც ზღუდავს მის საფეხბურთო ინტელექტის სრულ გამოვლინებას. ფინიშერია იკარდი, ამიტომ უნდა ბოსობას მაგის მოყვანა. ფინიშერი იყო პოგბა. ნახევარდაცვაში მსგავსიც კი არავინ გვყავს. წელს გაგვიჭირდება ლიგაზე თუ გუნდურად არ ვითამაშეთ იდეალურად. თასის გარეშე მარტო რონალდოს ხათრით არც დელიხტი მოვა, არც იკარდი და არც მბამპე
დიბალა და კოსტა სასტავის ორი ტოპ იგროკია.ხედირასავით მანჯუკიჩის გამოკლება უნდა მოგვინდეს მაიცდამაინც რომ დიბალა ფორვარდად დააყენოს?!
ეჭვი მაქვს ეს იკარდივით იტყუება რაღაცას.