დიბალა იუვენტუსის ქომაგებს მიმართავს
პაულო დიბალა იუვენტუსის ტიფოზერიას მიმართავს:
“წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ასეთი კარიერა მექნებოდა. ვიზრდებოდი და თან ფეხბურთს ვუყურებდი.. ვთამაშობდი, იმიტომ რომ სიამოვნებას მანიჭებდა.. ჩემი მეგობრები კი ოცნებოდნენ ისეთივე სახელგანთქმულები გამხდარიყვნენ, როგორებიც არიან რონალდინიო, რონალდუ..
მახსოვს, როგორ ვიცავდი ინსტიტუტოს ღირსებას და ჩვენ ურაკანთან გვქონდა მატჩი.. ეს შეხვედრა 2-0 მოვიგეთ.. იოლი არ იყო, მაგრამ თანაგუნდელებმა დიდი დახმარება გამიწიეს.. ტრიბუნაზე მთელი ოჯახი იყო და საკმაოდ აღელვებული ვიყავი მთელი რიგი მიზეზების გამო.
იუვენტუსში გადასვლა მაშინ განხორციელდა, როდესაც შვებულებაში ვიყავი ძმასთან და მეგობრებთან ერთად.. სანაპიროდან სასტუმროში დავბრუნდი, სადაც გამზადებული კონტრაქტი დამხვდა.. ხელი მოვაწერე და კვლავ სანაპიროზე დავბრუნდი გასარუჯად.
მას შემდეგ რაც ბარსას ორი ბურთი გავუტანე, სტადიონმა ჩემი გვარის სკანდირება დაიწყო.. ჩემს თავს ვუთხარი – შეხედე რა გააკეთე! ახლა მთავარია ასე გააგრძელო! აუცილებელი იყო საკუთარ თავში მეპოვა ძალა, რომ ქომაგების სიყვარული დამემსახურებინა!
მსურს ტიფოზერიამ დაინახოს, რაოდენ დიდ მსხვერპლზე მივდივარ, რომ ისინი გავაბედნიერო. მთელ ძალისხმევას ვაქსოვ ამ ყველაფერში”.
რა მსხვერპლიო ამან არ ამაცრუებინოს გული. რას გვამადლის თავი რამეს ხოარ მიარტყა
