ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”ხმაურიანი ამბები სატრანსფერო ბაზარზე”

დღეს, აპენინურმა მედიამ ერთბაშად რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა:

ტურინის იუვენტუსის სპორტული დირექტორი ლივერპულელ კოლეგებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მოჰამედ სალაჰთან დაკავშირებით. სხვათაშორის ინგლისელები არ არიან წინააღმდეგნი აღნიშნული გარიგების, ოღონდ სანაცვლოდ პაულო დიბალას სატრანსფერო უფლებებს ითხოვენ..

თავის მხრივ ბიანკონერი თანახმაა აღნიშნულ გარიგებაზე, რადგან როგორც იტალიური მედია იუწყება ხელმძღვანელობა აღარ აპირებს დიბალასთვის ნდობის გამოცხადებას და მის ნაცვლად გუნდში ეგვიპტელის ხილვა სურს.

დიბალას გარდა შემტევი ზონიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი დადგა ტრანსფერზე. საუბარი დუგლას კოშტაზეა, რომლის სატრანსფერო ღირებულება თუ ტუტოსპორტს, გაძეტას და კორიერეს დავუჯერებთ დაახლოებით 40-50 მილიონი ევროა. ამ ეტაპზე მისით რამდენიმე კლუბი ინტერესდება და წესით ტურინელებს მისი სარფიანად გაყიდვა არ უნდა გაუჭირდეთ.

ფედერიკო კიეზას ხელში ჩასაგდებად ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს.. დერბი დ’იტალია სატრანსფერო არენაზე – ინტერი დიდი ხანია აქტიურობს, ხოლო იუვე უკანასკნელ სეზონში გამოვიდა ჩრდილიდან და ღიად იწევს ფიორეს შემტევისკენ. საგულისხმოა, რომ თავად მოთამაშეს რიგი მიზეზების გამო ნერიაძურის ვარიანტი ურჩევნია, მაგრამ იუვენტუსია ის გუნდი, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს 100 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
რ ე ა ლ ი ს ტ ი

მაგ ლოგიკით რონალდოსაც სანამ აქვს ფასი გაყიდონ და ზანიოლო მოიყვანონ? არაა ეგრე მეგობარო არა, ეს ფულის გაკეთება “სანამ ფასი აქვს გავყიდი” პალერმო და ბრეშა ხომ არაა იუვეა

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

თუ კარგად წაიკითხავ მეგობარო მიხვდები რაც დაიწერა დიბალას გაყიდვა და სალახის ან იკარდის მოყვანაზეა საუბარი მეტი ახსნაა არცაა საჭირო მგონი :no :c: :lool:

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

სალაჰმა იპოვა თავისი ადგილი და უნდა დარჩეს იქ. მიუხედავად იმისა რომ დიბალასი მე არ მჯერა გასაყიდად მაინც არ მემეტება მითუმეტეს კოშტა რომწლიც ერთადერთი კრეატიული კრაია და არ ეშინია არცერთი მცველის.

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

სალახი ისეთიი სტილის იგროკია სადაც არუნდა ათამაშო იქ ითამაშებს იტალიაშიც დაამტკიცა და ინგლისშიც და ყველგან დაამტკიცებს დიბალა მასთან შედეგიანობის მხრივ ძალიან პატარაა მე ასე ვფიქრობ :))) კოშტა კიდე კარგია რათქმაუნდა მაგრამ ხასიათის იგროკია ანჩემ დასვა ის სკამზე ერთ დროს მგონი მას არ ეშლება იგროკების შერჩევა :))) ასევე ბავარიის შეფობამაც თქვა მასზე ორი სიტყვა თუმცა არ ვამბობ რომ ცუდია დიბალას რაც შეეხება ნუ არვიცი ეს კაცი საერთოდ რას აკეთებს არვიცი კი გოლები გააქვს მაგრამ ამის სტაბილური ლიდერული თამაში დიდ ჯახებში მე ჯერ არ მინახავს მასზე უნდა ააწყოს მწვრთნელმა სქემა და მასე არაა მეგობარო ასე რომ მე პირადა ვეტყოდი გუდბაის და ალბათ… Read more »

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

დიბალს წასვლა და სალახის მოსვლა იქნება უშესანიშნავი ამბავი ვინ ჩემი ფეხებია სალახთან დიბალა???მგელია ეგ ტიპი თან 27 წელი უსრულდება ეხლა ივნისში ანუ ახალგაზრდაა ამ ზაფხულს ან სალახი ან იკარდი თუ მოვა ერთერთი ანუ რავიცი სასწაული ტრანსფერი გამოვა დიბალა კი სადაც უნდა იქ წავიდეს დაგვილოცნია გზა მისთვის რაც შეეხება კიეზას მას თუ ინტერი ურჩევნია ჭკუა არ ქონია მაგრამ არ მჯერა ამის ვნახოთ………დიბალა და კოშტას წასვლა რომ აუცილებელია ესეც ფაქტია ვიდრე ფასი აქვთ ორივეს ამათი გაყიდვით კი ვთქვით ვინც უნდა მოიყვანონ იმ კუდიანმა მაროტამ გამოზარდა პარატიჩი ტრანსფერებში და ამ ზაფხულს შეასრულებს მაგრად მის საქმეს :chuvak: :lool: :lool: :lool: :juvee: :juvee: :juvee:

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

დიბალა გაცილებით ჯობია სალაჰს. სალაჰი ერთფეროვანია და მეტი არაფერი. შარშან გაუვარდა ერთი სეზონი და ეგ იყო, წელს რას შვრება..მესის და რონდალდოს მანიითა შეპყრობილი. აი დიბალა კი გაცილებით უკეთესია. კიდე 2 წელი მაქს და რონალდო რომ წავა ისევ დაჭირდება იუვეს ძველი დიბალა..

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x