ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო ზიდანზე, ალეგრიზე, ჩემპიონთა ლიგაზე და რონალდუზე..

ალესანდრო დელ პიეროს ზინედინ ზიდანზე დაუსვეს შემდეგი კითხვა – გსურთ, თუ არა რომ სწორედ მან გაწვრთნას იუვენტუსი?

ზიდანი ჩემი კარგი მეგობარია და მისი ხილვა ნებისმიერ ადგილას გამაბედნიერებს, თუნდაც ბარში კათხა ლუდთან ერთად..

მაგრამ ეს ისტორია უკვე დახურულია და იგი რეალში დაბრუნდა.. იუვენტუსს თავის მხრივ ახლა ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ გააჩნია.. ალეგრი საკუთარ საქმეს წლიდან წლამდე საუცხოოდ უძღვება!”

ატლეტიკოსთან მატჩზე კომენტარი აქამდეც გავაკეთე და ახლაც იმავეს გავიმეორებ.. მწვრთნელიდან დაწყებული თითოეული მოთამაშით დამთავრებული, იუვემ იდეალური მატჩი ჩაატარა.. მათ უბრალოდ გააქრეს ატლეტიკო მოედნიდან.

მეორეს მხრივ ახლა გუნდი ფსიქოლოგიურად არ უნდა დაიტვირთოს.. დიახ, რონალდუს მოყვანით გუნდმა ხაზი გაუსვა საკუთარ ამბიციებს, მაგრამ მისი კონტრაქტი 4 წლიანია და შესაბამისად დრო მიზნის მისაღწევად ნამდვილად არის.

მე დარწმუნებული ვარ, რომ იუვენტუსი უახლოეს პერიოდში ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად მოიგებს! რონალდუმ კი არჩევანი იუვენტუსსზე მისი სტატუსის და საქმისადმი მიდგომის გამო აირჩია.. მან შესანიშნავი ნაბიჯი გადადგა!

აიაქსთან 96 წლის ფინალი? მაშინ ფეხბურთი სხვაგვარი იყო.. აიაქს წინა წელს ჰქონდა ლიგა მოგებული და ჰოლანდიელთა რიგებში საოცარი ფეხბურთელები ირჯებოდნენ, მაგრამ ჩვენმა დაუფარავმა სურვილმა ყველანაირი დაბრკოლება გადალახა.

საკუთარი კარიერის მანძილზე არაერთი დიდი კლუბისგან მივიღე მიმზიდველი წინადადება, თუმცა იუვენტუსისთვის უარის თქმა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო.. გადაწყვეტილებას ყოველთვის შავ-თეთრი ფერების სასარგებლოდ ვიღებდი”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

კევინ კოსტნერს ემაგავსება რაც დრო გადის :დდ

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x